in

ყველას გვაქვს მიზეზი უკეთ ვიკვებოთ! სპეციალური დიეტა სანტასთვის – Intermarché-ის ვიდეორგოლი

სანტას მუცლის ზომით შეშფოთებული პატარა და-ძმა, რომლებიც შიშობენ, რომ მათი გმირი ჭარბი წონის გამო საკვამურში ვერ ჩამოეტევა და ვერც საჩუქრებს დატოვებს, კომპანია Intermarché-ის საახალწლო ვიდეორგოლის მთავარი გმირები არიან. ბრენდი, რომელიც საზოგადოების ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნავს, ამ ორი პატარა ბავშვის დახმარებით, კიდევ ერთხელ, ემოციურად და თემატურად გვახსენებს კვების სასარგებლო რაციონის აუცილებლობას. საჩუქრებისა და ახალი წლის მოლოდინით აღტაცებული პატარები “მსუქანი” სანტასთვის სპეციალურ მენიუს ადგენენ და თავადვე ზრუნავენ ამ უკანასკნელისთვის მის მიწოდებაზე, რათა საყვარელ დღესასწაულზე ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესია.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=ZGGvpUCJNkY

როდესაც საახალწლო საჩუქარი არასწორად არის შერჩეული! – უხერხული სიტუაციები PayPal-ის ვიდეორგოლში 

21 წლის შემდეგ! სანტას და M&M’S​-ის ისტორია გრძელდება!