ყოველწლიურად, 300 მილიონ ტონა ხილ-ბოსტნეული მიდის სანაგვეზე. მათ შორის, დიდია იმ ხილ-ბოსტნეულის წილი, რომელიც მყიდველმა მიმზიდველად არ მიიჩნია და გვერდის ავლა ამჯობინა. ამისათვის, საფრანგეთის სუპერმარკეტების ქსელმა Intermarche გადაწყვიტა საკვები პროდუქტების დანაკარგი შეემცირებინა და არაპრეზენტაბელური ხილ-ბოსტნეული მომხმარებლისთვის მიმზიდველ პროდუქტად ექცია. Food Waste-ის (საკვები დანაკარგი) შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, საინფორმაციო კამპანია შეიქმნა. ამასთან, ცალკე გადაარჩიეს ვიზუალური წუნის მქონე პროდუქტები და მათი გაყიდვა 30%-იანი ფასდაკლებით დაიწყეს. კამპანიის პირველ ორ დღეში, ყოველ მაღაზიაში, საშუალოდ, 1.2 ტონა ხილ-ბოსტნეული გაიყიდა, ხოლო მომხმარებლის ნაკადი 24%-ით გაიზარდა. კამპანიაზე სააგენტო Marcel Worldwide-მა იმუშავა და 2014 წელს, კანის ლომების კრეატიულ ფესტივალზე 6 ლომი – 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაიმსახურა.