in

პლანეტის შიდა სითბომ მარსზე შესაძლო სასიცოცხლო წერტილები გაააქტიურა

კაცობრიობას უკვე დიდი ხანია გაუჩნდა სურვილი, სიცოცხლის წყაროს დედამიწის საზღვრებს გარეთაც მიაგნოს. დღეისათვის კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს ახალი აღმოჩენა მარსის შესახებ, რომლის თანახმადაც, წითელი პლანეტა, რამდენიმე მილიარდი წლის წინ, შესაძლოა საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო.

როგორც ჩანს, მარსი უძველეს წარსულში დიდი ნაკადით უშვებდა გეოთერმულ სითბოს, რომლის მეშვეობითაც სქელი ყინულის ფენები დნება და  სასიცოცხლო ფუნქციების ხელშემწყობი წყლები დიდი რაოდენობით წარმოიქმნება.

საინტერესოა, რომ კვლევის შედეგები შესაძლოა მეცნიერებს დაეხმაროს დიდი ხნის „მისტიური საიდუმლოს“ ამოსახსნელად, რომელიც ცნობილია, როგორც ახალგაზრდა მზის სისუსტის პარადოქსი. ოთხი მილიარდი წლის წინ მზე დღევანდელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით მკრთალი და სუსტი იყო და, როგორც ჩანს, მისი სიმხურვალე პლანეტა მარსს არ ჰყოფნიდა. მიუხედავად ამისა, ამ ეპოქის მარსზე მაინც დასტურდება თხევადი წყლის არსებობა და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, თუნდაც ისეთი, როგორიცაა NASA-ს მარსის როვერის მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში უძველესი ტბისა და მდინარის გამოკვლევა.

რუტგერსის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ლუჯენდრა ოჯამ და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს, წარმოიქმნებოდა თუ არა საჭირო შინაგანი სითბო (რომელიც წარმოიშობა ისეთი ელემენტების რადიოაქტიური გახრწნით, როგორიცაა თორიუმი, კალიუმი და ურანი) მარსის ნოაჩიანის ეპოქაში, რომელიც დაახლოებით 4.1 მილიარდიდან 3.7 მილიარდ წლამდე გაგრძელდა. მკვლევარები ძირითადად ორიენტირებულნი იყვნენ მარსის სამხრეთ მაღალმთიან მხარეებზე. ეს ის რეგიონია, რომელიც იმ დროს, სავარაუდოდ, დიდი ყინულის ნაწილებით იყო დაფარული. მეცნიერებმა კი გამოიკვლიეს ყინულის მასა, მოცულობა, „ხასიათი“ და ევოლუცია სხვადასხვა მონაცემთა კრებულის გამოყენებით. მათ შორის იყო NASA-ს მარსის ოდისეის ორბიტერის დაკვირვებები, რომელიც წითელ პლანეტას 2001 წლიდან სწავლობს.

ახალი კვლევა, რომელიც 2 დეკემბერს გამოქვეყნდა, ოჯას თქმით, შესაძლოა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიგნებად იქცეს, რომელიც დაგვეხმარება მეტი გავიგოთ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის საწყისების შესახებ. სავარაუდოდ, რადიოგენურმა სითბომ დიდი როლი ითამაშა ჩვენი პლანეტის დასახლებაში… და რატომ არ შეიძლება, მსგავსი რამ სხვა პლანეტაზეც მომხდარიყო? ეს ალბათ მარადიულ შეკითხვად დარჩება, რომელსაც კაცობრიობა იქამდე დასვამს, ვიდრე სიცოცხლის ნიშანწყალს სხვაგანაც არ აღმოაჩენს. თანაც, როგორც ოჯა ამბობს, ზოგიერთი უცხო სამყარო, რომლებიც, როგორც ჩანს, თავიანთი მასპინძელი ვარსკვლავისგან ძალიან შორს არიან ორბიტაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად, შესაძლოა დასახლებული  იყოს  „საკუთარი დამსახურებით“ – საკუთარი რადიოაქტიური სითბოს წარმოქმნით.

წყარო: space.com

Bolt-მა მეოთხე თაობის სკუტერი წარადგინა

მადლობის თქმით, უკეთეს სამუშაო გარემოს შექმნით