19
Sep
2019

„ავერსი“, მომხმარებელს, კოსმეტიკურ და საბავშვო აქსესუარების საერთაშორისო ბრენდებს სთავაზობს

19 Sep 2019

ავერსის“ სააფთიაქო ქსელში საერთაშორისო ბრენდების ახალი პროდუქტები გამოჩნდა. კომპანია, მომხმარებელს, საბავშვო აქსესუარების, კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანს სთავაზობს.

პირველი სიახლე პოლონური ბრენდის „ნაკომის პროდუქციაა – თავის მოვლის საშუალებები ფორთოხლის, თაფლისა და ბროწეულის, მარწყვისა და ყავის, ბანანისა და მანგოს არომატებით.

„ასე რომ, „ნაკომი“ თქვენს სხეულთან, თმასა და კანთან ერთად განწყობაზეც ზრუნავს – სასიამოვნო სურნელი ხალისითა და ენერგიით აგავსებთ. ამ ბრენდის უნიკალური კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს სულფატებს, ალერგენებს, პარაბენებს, მინერალურ ზეთებს, მავნე კონსერვანტებს და საღებავებს, რომლებიც ჯანმრთელობას ვნებს. „ნაკომი“ ფლობს არაერთ ეკოსერტიფიკატს, რომლებიც მის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას ადასტურებს. ამასთან, ცნობილია, რომ ნაწარმის ტესტირებისთვის მწარმოებელი კომპანია არ იყენებს ცხოველებს“.

კიდევ ერთი ბრენდი, რომელსაც „ავერსი“ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს, კოსმეტიკის კორეული ბრენდი დეიმელოუაკომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქცია მისაღები ფასითა და დახვეწილი შეფუთვით გამოირჩევა, თუმცა, მისი მთავარი ღირსება უნიკალური ინგრედიენტებია.

„ნატურალურ საფუძველზე შექმნილი პროდუქცია კანს ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით კვებავს და თვითწმენდასა და თვითაღდგენაში ეხმარება. „დეიმელოუს“ ასორტიმენტი მრავალფეროვანია:

  • სახის ლოსიონი, გამწმენდი სითხე;
  • დასაბანი ქაფი;
  • კანის დამატენიანებელი საცხი;
  • სახის შრატი;
  • ნიღბები;
  • ტანის დამამშვიდებელი გელი

„დეიმელოუს“ პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას უნიკალური შემადგენლობა აქვს – ზღვის მინერალების კომპლექსის ბაზაზე დამზადებული საცხები და გელისებური დამატენიანებელი საშუალებები ალოეს, კაქტუსის და ბამბუკის ექსტრაქტებით განსაკუთრებით ეფექტიანია. მოვლილი კანი უფრო ჯანმრთელია, შესაბამისად – უფრო ელასტიკური, გლუვი და ერთგვაროვანი, „დეიმელოუ“ კი მისი დაცვისა და მოვლის შესანიშნავ საშუალებებს გთავაზობთ“.

სააფთიაქო ქსელში, ზრდასრულთა თავის მოვლის საშუალებებთან ერთად, საბავშვო ბიოკოსმეტიკის ახალი ბრენდიც გამოჩნდა. მათი თქმით, იტალიური „ნატურავერდესპროდუქცია 3 წლამდე ბავშვებისთვისაა და ექსკლუზიურად „ავერსშია“ ხელმისაწვდომი, არჩევანი კი საკმაოდ მრავალფეროვანია:

  • საბავშვო ზეთი
  • დასაბანი გელი
  • შამპუნი
  • საფენქვეშა საცხი
  • თხევადი საპონი
  • აბაზანის ქაფი
  • შხაპგელი
  • სველი საწმენდი

„დედებს საკუთარი პატარებისთვის ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო სურთ. ამიტომ, მათთვის საჭირო პროდუქციის შეძენისას, უპირატესობას ხარისხიან, ბიოლოგიურად სუფთა და ნატურალურ ნაწარმს ანიჭებენ. ბიოკოსმეტიკა ამ ყველაფერს თავისთავად გულისხმობს“, – ამბობს „ავერსის“ პროდაქტ-მენეჯერი თამუნა რამიშვილი.

მისივე თქმით,  ჩვილები და სამ წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ქიმიკატებისა და მავნე დანამატების მიმართ.

ნატურავერდეს“ პროდუქცია კი ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური ინგრედიენტებით დამზადებული კოსმეტიკაა, რომელიც სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის.

„აღსანიშნავია, რომ „ნატურავერდეს“ ბიოკოსმეტიკა არ აბინძურებს გარემოს და აქცენტს მცენარეულ პროდუქტებზე სვამს. ამასთან, კომპანია ნაწარმის ცხოველებზე გამოცდის პრაქტიკაზე უარს აცხადებს“.

კოსმეტიკური საშუალებების გარდა, „ავერსი“, მომხმარებელს საბავშვო აქსესუარებსაც სთავაზობს. როგორც სააფთიაქო ქსელში ამბობენ, მათთან ბულგარული ბრენდის „ჩიპოლინოს“ საბავშვო ნაწარმის ფართო არჩევანია.

„ეტლები, მანეჟები, სასადილო სკამები, მანქანის სავარძლები, თეთრეული, დედის ჩანთები, აღვირები და პლასტმასის აქსესუარები ეკოლოგიურად სუფთა და 100%-ით უვნებელი ნედლეულისგან მზადდება“.

„ავერსის“ იმპორტის განვითარების მენეჯერი ლანა ყიფშიძე ამბობს, რომ „ჩიპოლინოს“ ყველა პროდუქტი გაყიდვამდე სრულფასოვან ტესტირებას გადის, სერტიფიცირებულ ევროპულ ლაბორატორიებში. მისი თქმით, ბრენდის ნაწარმი კომფორტული და პრაქტიკულია, არ შეიცავს, დედისა და ჩვილის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს, საღებავებსა და ქიმიკატებს.

„კოლექციებში სხვადასხვა ფუნქციის მქონე მოდელებია. ასე რომ, მომხმარებელს საჭირო ნივთის შერჩევა არ გაუჭირდება. დედის ბარათის მფლობელები „ჩიპოლინოს“ პროდუქციას დამატებითი ფასდაკლებით შეიძენენ. აღსანიშნავია, რომ „ავერსი“ ერთგულ მომხმარებელს მხოლოდ მაღალი სტანდარტის, ხარისხიან და უსაფრთხო ნაწარმს სთავაზობს“.

[R]

განხილვა