in

თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა International Education Fair Georgia 2018 გაიმართება

23 თებერვალს „ექსპო ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენა International Education Fair Georgia 2018 გაიხსნება. ღონისძიება 12:00 საათიდან, მე-11 პავილიონში გაიმართება და წარმოდგენილი იქნება პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და გაცვლითი პროგრამები 14 ქვეყნიდან.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, მომავალ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ ინსტიტუტების წარმომადგენლებისა და პროგრამების შემქმნელებისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია:

„ზუსტად ასეთი კომუნიკაცია დაეხმარება ახალგაზრდებს, სწორად და დამოუკიდებლად დაგეგმონ თავიანთი მომავალი სასწავლო პროცესები“

რომელი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ წელს გამოფენაში?

მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია.

მსურველებს ექნებათ საშუალება, მიიღონ სრული ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების შესახებ?

რა თქმა უნდა. მაგალითად, „გოეთეს ინსტიტუტი“ საქართველოში, წარადგენს ვრცელ სასტიპენდიო პროგრამას, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქვს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები, რომელთაც თავად საელჩო აფინანსებს. 

პროფესიული სასწავლებლები მონაწილეობენ გამოფენაში?

თითქმის ყველა დარგის პროფესიულ სასწავლებლებს წარმოადგენენ პარტნიორობის განვითარების სამმართველო, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი და საქართველოს განათლების სამინისტრო. ამ სასწავლებლებში სწავლა უფასოა. ახლანდელი ახალგაზრდები მოტივირებულები არიან, მიიღონ ისეთი განათლება და დრო დაუთმონ იმის შესწავლას, რაც მალევე მისცემთ საშუალებას, თავი წარმატებულად იგრძნონ. მათთვის მნიშვნელოვანია, პროფესიას ისეთ ინსტიტუტში დაეუფლონ და ისეთ ქვეყანაში წავიდნენ სასწავლებლად, რომელიც მათ დასახულ მიზანთან უმოკლესი გზით მიიყვანს. მიზანი კი არის პროფესიის სწორად არჩევა, ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმება, მაღალი ანაზღაურება,  დამოუკიდებლობა და შედეგად თავისუფლება. ბოლოს და ბოლოს, მთავარია, თავისუფლები იყვნენ და რა გზით მივლენ მასთან, ეს ახალგაზრდების არჩევანია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორ დღიანია და 24 თებერვალს დასრულდება. International Education Fair Georgia უკვე მერვედ იმართება.

[R]

მარტინ ფრიმენი Vodafone-ის ძალიან სასაცილო ვიდეორგოლში

#შეცდომები გამოსწორების პერსპექტივით! Zapravka დაიხურა, თუმცა ცხელი ბურგერები დაბრუნდება