30
Jul
2019

„ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე უნიკალურ კოლაბორაციას იხილავთ “ – ორგანიზატორები

30 Jul 2019

სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი 2019 წლის 7-9 სექ­ტემ­ბერს, ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს მე­სა­მედ გა­მარ­თავს. ღონისძიება, ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტით, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ 7 სექ­ტემ­ბერს, „ჩექ ინ ჯორ­ჯი­ასფარ­გლებ­ში გა­იხ­სნე­ბა.

ფესტივალთან დაკავშირებით, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ, „ბლექ სი არენას“ დირექტორმა ტატო ხარჩილავამ და რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ პრესკონფერენცია გამართეს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს, რომ მოგვეცა საშუალება, ერთობლივად განგვეხორციელებინა ეს პროექტი. სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კარგად წარმოაჩენს ჩვენს კულტურას, მათ შორის უცხოელებისთვისაც. „ბლექ სი არენა“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ტექნიკურ რესურსს, რომ ვიზუალურად საინტერესოდ ჩატარდეს ღონისძიების გახსნა. ამ პროექტს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“, – ამბობს ტატო ხარჩილავა.

გიორგი დონაძის თქმით, წლევანდელი ფესტივალი ძალიან საინტერესო და შოუს ელემენტებით დატვირთული იქნება, წარდგებიან როგორც ქართული, ისე უცხოური ანსამბლები.

„ჩვენი ფოლკლორით მთელი ქვეყანა ამაყობს და ამით გვიცნობენ მთელ მსოფლიოში. ამ ღონისძიებას მესამედ ვატარებთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ბლექ სი არენას“, ფაქტობრივად, ფესტივალის თანადამფუძნებლები არიან, ყოველ წელს გახსნა სწორედ „ბლექ სი არენაზე“ იგეგმება ხოლმე. ჩვენი სიმღერა და ცეკვა უამრავ საშუალებას გვაძლევს, რომ ღონისძიებას შოუს ელემენტები შევძინოთ და საინტერესოდ გავაფორმოთ. სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან გვყავს: კორსიკა, საფრანგეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი. მსმენელის წინაშე საქართველოს რეგიონებიდან საუკეთესო ანსამბლები წარდგებიან. გახსნა იქნება ძალიან საინტერესო. ვიწყებთ „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს, 8-9 სექტემბერს კი რაჭაში გავაგრძელებთ, ეს ამ კუთხის პოპულარიზაციისთვისაც კეთდება“.

როგორც რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ამბობს, მაყურებელს უნიკალური სანახაობა ელოდება.

„უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ არაჩვეულებრივ შემოქმედებით ზეიმში. ეს ნამდვილად ზეიმია, გვეძლევა საშუალება, ქართულ უნიკალურ სიმღერასა და ცეკვასთან ერთად, ვიხილოთ უცხოელებიც, თავიანთი ფოლკლორითა და ჟღერადობით. „ბლექ სი არენა“ გვაძლევს ტექნიკურად უდიდეს საშუალებას, რომ გახსნა გადავაქციოთ დაუვიწყარ წარმოდგენად. მაყურებელი უნიკალურ კონცერტს ნახავს და საინტერესო იქნება კოლაბორაცია ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს შორის. სარდინიელები, კორსიკელები და ქართველები ერთობლივად შეასრულებენ ნომერს. 8-9 სექტემბერს კი, რაჭაში, ყველასთვის საინტერესო სანახაობას შემოგთავაზებთ“.

[R]

განხილვა