in

საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები, ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად, გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიებაზე გაერთიანდნენ

გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიება, სასტუმროში „რუმს თბილისი“ გაიმართა

Angel ინვესტორები ისრაელის „სილიკონ ვადიდან“, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან, ადგილობრივი ინვესტორები, სპიკერები და ვებინარები მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (MIT), პარტნიორობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან – BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და შერჩეულ 15 სტარტაპს საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის და Angel ინვესტორებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევს.

გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიებაზე, პრეზენტაციებით წარდგნენ ინვესტორების მიერ შერჩეული 15 სტარტაპის წარმომადგენლები. ასევე, გამოავლინეს საუკეთესო კომპანიები, რომლებიც ფონდის ფარგლებში, დაფინანსების მისაღებად, საერთაშორისო ინვესტორებთან განაგრძობენ მოლაპარაკებებს.

გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა. ფონდში პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლიდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში. გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

 

[R]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

ლეტალურმა დრონმა ადამიანზე თავდასხმა ავტონომიურად განახორციელა!