in

ნახეთ: შინაური ცხოველების წლის საუკეთესო ფოტოები

ამასობაში International Pet Photography Awards 2025-ის გამარჯვებული ფოტოებიც ცნობილი გახდა. 45 ქვეყნის 4000 ფოტოდან International Pet Photographer of the Year-ის წოდება სენტ-ლუისში მოღვაწე ფოტოგრაფმა ქეით ბროკმენმა მოიპოვა — „ამ ორ ფოტოზე ჩემი ძაღლი კოლდუელია გამოსახული, რომელიც ჩემი საუკეთესო მოდელია მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფობა დავიწყე. ყველა სხვა ცხოველი, მინდობით აღზრდაში მყავდა, ამ ფოტოების წარდგენით კი ჩემი მიზანი იმის ჩვენებაც იყო, რომ გადარჩენილ ცხოველებს მხოლოდ ოჯახის საყვარელ წევრად ყოფნა კი არა, ფანტასტიკურ მოდელებად ჩამოყალიბებაც შეუძლია“.

BOG
BOG
International Pet Photographer of the Year. © Copyright 2025 Katie Brockman
International Pet Photographer of the Year. © Copyright 2025 Katie Brockman

მართალია, კადრებში ძაღლები დომინირებს, მაგრამ აქვე ნახავთ კატებსა და ცხენებს, ღორებს, ძროხებს, ქათმებს, თუთიყუშებს, გველებს, ბაყაყებს, ოქროს თევზებსა და სხვას. განსაკუთრებულ ყურადრებას იმსახურებს ელენ რეუსის გველის სტუდიური პორტრეტი, რომლითაც მან Open Portrait-ის კატეგორიაში გაიმარჯვა — „ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ეს აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ შენი შინაური ცხოველი გველია, მაინც შეგიძლია კარგი სტუდიური პორტრეტები გადაუღო მას. ძალიან მიყვარს გველების გადაღება, წარმოუდგენლად ფოტოგენურები არიან“.

Winner, Open Portrait. © Copyright 2025 Ellen Reus

დოკუმენტური სურათებით დაწყებული, მაწანწალა ძაღლებით გაგრძელებული და კატების შთამბეჭდავი პორტრეტებით დამთავრებული, წლევანდელი გამარჯვებულები შინაური ცხოველების პროფესიონალური ფოტოგრაფიის სამყაროში გვამოგზაურებენ, მათ ნაწილს კი ქვემოთ გაჩვენებთ:

International Pet Photographer of the Year. © Copyright 2025 Katie Brockman
International Pet Photographer of the Year and Creative, Winner. © Copyright 2025 Katie Brockman
Feline, Winner. © Copyright 2025 Mirka Koot
Equine, Winner. © Copyright 2025 Renate Zuidema
Pets and People, Winner. © Copyright 2025 Petra Nestelbacher
Action, Winner. © Copyright 2025 Shandess Griffin
Creative, Finalist. © Copyright 2025 He Huapei
Canine, Winner. © Copyright 2025 Janneke De Graaf
Canine, Finalist. © Copyright 2025 Grace Fieselman
Open Portrait, Finalist. © Copyright 2025 Adam Wyatt
Documentary, Finalist. © Copyright 2025 Rebecca Williams
Feline, Finalist. © Copyright 2025 Veronika Blažeková
Equine, Finalist. © Copyright 2025 Leonie Minten
Finalist, Pets and People. © Copyright 2025 Celine Robel
Finalist, Action. © Copyright 2025 Grace Fieselman
Documentary, Winner. © Copyright 2025 Emma Boyle

International Pet Photography Awards 2025-ის ტოპ 100 ფინალისტის სრულად ნახვას ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ. 

4 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო – Ad Black Sea-ს ფესტივალზე საქართველოს ბანკი 14 მედლის მფლობელი გახდა

რამდენ ნარჩენს ქმნის ადამიანი ერთ დღეში