12
Mar
2019

ACAG საკომუნიკაციო სფეროში გამოყენებული ტერმინების ქართულ დეფინიციებზე მუშაობს

12 Mar 2019

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG) ამ სფეროში გამოყენებულ საერთაშორისო ტერმინების გაქართულებაზე მუშაობს – ACAG-ის ფარგლებში შექმნილი ჯგუფი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ინსტიტუტთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში, ტერმინების სწორ თარგმანსა და განმარტებებზე იმუშავებს.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს იდეის ავტორი და პროცესის კოორდინატორი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც მარკეტინგული კომუნიკაციის სფეროს განვითარებას უშლის ხელს, მისი პრაქტიკული და საგანმანათლებლო მხარეებს შორის კავშირის არარსებობაა, რაც, ძირითადად, განპირობებულია თანამედროვე უცხოენოვანი ლიტერატურის ნაკლები ხელმისაწვდომობით საქართველოში. ეს ნაკლები ხელმისაწვდომობა კი, თავის მხრივ, გამომდინარეობს არასწორი, არაპროფესიონალური თარგმანების და შესაბამისად, არაადექვატური აღქმისგან“. 

როგორც კახა მაღრაძე ამბობს, ამ პროექტის განხორციელებით ორი საკითხი გადაწყდება:

„ერთი მხრივ, ქართულ ენაში უცხო ტერმინების შემოსვლის პროცესში ჩავრთავთ ყველა მნიშვნელოვან აქტორს, მათ შორის დარგის და ენის სპეციალისტებს, მეორე მხრივ კი, გავაჩენთ სწორ დეფინიციებს, რაც სფეროს გაგებას გააუმჯობესებს, როგორც მასში დასაქმებულების, ასევე დამკვეთებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.“

 

განხილვა