2020 წლის თებერვალში, საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 3 136-ით შემცირდა. თუ შარშან ეს მაჩვენებელი 469 545 იყო, წელს 466 409-ია. ამის ერთ-ერთ მიზეზად, COVID-19-ის, იგივე კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შეიძლება მოვიაზროთ.
სანამ ამ კვლევაზე დეტალურად გიამბობთ, რამდენიმე ტერმინის განმარტებას გაგაცნობთ.
ასევე შეგახსენებთ, რომ საუბარია წელს, თებერვალში, საერთაშორისო ვიზიტორებისა და არატურისტულად განცხორციელებულ ვიზიტებზე.
ამ მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურები ჩამოვიდნენ: ევროპიდან, ამერიკიდან, აღმოსავლეთ აზიიდან, აფრიკიდან და შუა აღმოსავლეთიდან.
ამ პერიოდში 2 359-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. თუ ეს მაჩვენებელი შარშან 389 218 იყო, წელს 386 859-ია. რაც შეეხება არატურისტულ ვიზიტებს, 777-ით არის შემცირებული – 2019 წელს 80 327 იყო, 2020 წელს კი – 79 550-ია.
მართალია, საერთო მაჩვენებელი ნაკლებია, მაგრამ ზოგი ქვეყნიდან, პირიქით, უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა 2020 წლის თებერვალში, საქართველოში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდზე, ამ კვლევის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას ნახავთ.