4
Nov
2019

Internet Explorer Internet Explorer-ს აღარ ჰგავს!

4 Nov 2019

Microsoft-მა თავისი ბრაუზერის, Edge-ის ლოგო განაახლა. კომპანიამ, დაახლოებით, 4 წლის წინ, Internet Explorer, Chromium-ზე დაფუძნებული Edge-ით, შეცვალა. ახლა კი, მომხმარებლებს, მისი განახლებული ლოგო წარუდგინა, რომელიც, The Verge-ის ინფორმაციით, სერფინგის ახალი მინი-თამაშის ნაწილია. ამიტომ, სიმბოლოს ინსპირაცია ტალღაა.

ლოგოს ცენტრში, წინამორბედის მსგავსად, არის ასო-ბგერა e. თუმცა, ძალიან განსხვავდება Internet Explorer-ის ვიზუალისგან და როგორც გამოცემა წერს, უფრო თანამედროვეა.

„Microsoft, ტრადიციების ჩარჩოებს ჯერ კიდევ მაშინ გასცდა, Edge-ის Chromium ვერსიაზე რომ გადავია. საინტერესოა, რატომ აირჩია კომპანიამ მაინცდამაინც ეს დიზაინი“.

კომპანიამ Edge-ის ბეტა ვერსია, აგვისტოში წარადგინა, მისი სტაბილური ვერსია კი ახლახან გამოჩნდა. Microsoft, მომდევნო კვირაში, ორლანდოში [ფლორიდა], სპეციალურ პრეს – კონფერენციას გამართავს და, ახალი ლოგოსა და ზოგადად, განახლებული ბრაუზერის კონცეფციაზე დეტალურად ისაუბრებს.

ნახეთ, როგორ იცვლებოდა, წლების მანძილზე, Internet Explorer-დან Edge-მდე, ბრაუზერის ლოგოტიპი. 

განხილვა