in

ინტერნეტ ქსელი 32 წლისაა – მსოფლიოს მესამედს ჯერ კიდევ არ აქვს მასზე წვდომა

“ციფრული დაყოფა” ახალგაზრდებისთვის ცუდი შედეგების მომტანია

M2

დღეს ინტერნეტ ქსელი 32 წლის გახდა! ამასთან დაკავშირებით ტიმ ბერნერს-ლიმ, ინტერნეტ-რესურსების ადრესაციის სისტემის გამომგონებელმა, ყოველწლიური წერილი გამოიყენა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ე. წ. “ციფრული დაყოფა” ახალგაზრდებზე.

შესაძლოა, ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ახალგაზრდა ციფრულ სამყაროში ცხოვრობს… თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს – 2020 წლის მონაცემების თანახმად, ახალგაზრდების მესამედს ინტერნეტი არ აქვს. მაშინაც კი, როდესაც მასთან წვდომის შესაძლებლობა აქვთ, ხშირად ნეგატიური გამოცდილების მსხვერპლი ხდებიან – განსაკუთრებით გოგონები და უმცირესობათა ჯგუფები.

“რამდენი ბრწყინვალე ახალგაზრდა გონება აღმოჩნდება ხოლმე ციფრული დაყოფის არასწორ მხარეს? რამდენი დადუმებული ხმა იქნებოდა ახლა ლიდერი, რომ არა ტოქსიკური ინტერნეტი?” – წერს ტიმ ბერნერს-ლი.

ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიურმა სიტუაციამ ყველანი ინტერნეტზე დამოკიდებული გაგვხადა. ეს ის პერიოდია, როდესაც ნათელი გახდა ციფრული დაყოფის მწვავე რეალობა, რომელიც არა მხოლოდ დაბალი შემოსავლის ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში ფიქსირდება.

ამიტომაც, ტიმ ბერნერს-ლი მსოფლიოს ლიდერებს ყველასათვის კარგი ხარისხის ინტერნეტის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ამისათვის საჭიროა, მთავრობებმა ეფექტური კანონები მიიღონ, რომლებიც პასუხისმგებლ კომპანიებს ხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნაში დაავალდებულებს. მისი თქმით, ყოველი ახალგაზრდა, რომელსაც ინტერნეტ კავშირი არ აქვს, დაკარგული იდეას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტიმ ბერნერს-ლის ვებ-ფონდი, რომელიც გლობალური მასშტაბით ციფრული დაყოფის აღმოფხვრაზეა ორიენტირებული, ტექნიკური პოლიტიკის დიზაინის ლაბორატორიას აყალიბებს, რომელიც თავდაპირველად გენდერული ნიშნით, ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევაზე იქნება ფოკუსირებული. ლაბორატორია გააერთიანებს ტექნიკურ კომპანიებსა და ქალთა უფლებების ჯგუფებს, რათა ინტერნეტი ყველასათვის უსაფრთხო სივრცედ იქცეს.

Webiz – ციფრული განვითარების ახალი შესაძლებლობები

როგორ ვიყოთ შესამჩნევი მაშინ, როცა დისტანციურად ვმუშაობთ?