in

რატომ ინტერნეტ რეკლამა?!

პალიტრა მედია”პალიტრა მედიას” ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვები 81.3 %-ით გაიზარდა. ასეთ მატებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.

კომპანიის სარეკლამო განყოფილების ხელმძღვანელი ირინა შარვაშიძე ამბობს, რომ ამას, პირველ რიგში, ინტერნეტის მიმართ ინტერესის ზრდა განაპირობებს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა დამკვეთი ამ ტიპის განთავსებაზე უარს ამბობს. რაც, ძირითადად, ინტერნეტზე მიუწვდომლობით, განთავსების ფასით და ჯერ კიდევ ტრადიციული რეკლამის უპირატესობითაა განპირობებული.

ამ ტიპის რეკლამაზე მოთხოვნის მატებას ინტერნეტის მიმართ ინტერესის ზრდა, არასტანდარტული ტიპის სარეკლამო პროდუქტები, ვიდეო რეკლამის მატება, PR მასალების სიმრავლე, სტანდარტული რეკლამის ფასების ზრდა, ორგანიზაციების ბიუჯეტების მატება ინტერნეტ-რეკლამაზე (მოთხოვნიდან გამომდინარე) და ახალი ვებ-გვერდების დამატება განაპირობებს.

რა შესაძლებლობებს იძლევა ინტერნეტ რეკლამა?

სტანდარტული დინამიური ბანერები (ფლეში, jpg, giff), ვებ-გვერდის ბრენდირება – გარე ველი, RichMediaBanner – ვიდეო გარეველი, ჩამოსაშლელი ბანერი, ასაშლელი ბანერი, გასაშლელი ბანერი, წინმსწრები რეკლამა, ტექსტური რეკლამა, სიტყვების ”დალინკვა”.

დამკვეთი იღებს იმას, რასაც პირდება კომპანია?

საბანერო სისტემის მეშვეობით Open X ხდება ჩვენებების გადანაწილება სასურველ დროზე, სრული სტატისტიკის მიღება.

რა ღირს ინტერნეტ რეკლამა?

ფასები ინტერნეტ რეკლამაზე დამოკიდებულია ვებ-გვერდის პოზიციონირებაზე, კონტენტზე, რეკლამის ტიპზე.

ინტერნეტ რეკლამა ყველა სეგმენტზე მორგებულად ითვლება?

ზუსტად იმისთვის, რომ ინტერნეტ რეკლამამ მიაღწიოს ზუსტ სეგმენტს (ქალი, კაცი, თინეიჯერი, VIP…) ვებ-გვერდები დავყავით აუდიტორიებად და რეკლამას ვყიდით აუდიტორიის მიხედვით.

რა ფაქტორების გამო ამბობს დამკვეთი უარს ინტერნეტ რეკლამაზე?

აქ რამდენიმე ფაქტორია: ფასის გამო, ინტერნეტის არ ცოდნის გამო, ადგილის პოზიციონირების გამო (ყველას უნდა ვებ-გვერდის ზედა ნაწილი) მიყვებიან ძველ ტრადიციულ მიმართულებებს – პრესა, ტელევიზია.

რა შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტ რეკლამის სუსტ მხარედ?

მოსახლეობის მხოლოდ 40%-მდე აქვთ წვდომა ინტერნეტთან

თუმცა, ინტერნეტ რეკლამას ჰყავს მომხმარებელი. რატომ ირჩევს მას დამკვეთი?

აქაც რამდენიმე ფაქტორია: სტატისტიკაზე წვდომა, ტარგეტინგი, მაქსიმალური ინფორმაციის მიტანა პოტენციურ მომხმარებელთან (კომპანიის ვებ-გვერდზე გადაყვანით), ფართო შემოქმედებითი შესაძლებლობები კრეატივში, ბრენდის ეფექტური წარმოჩენა, მაღალი ხილვადობა, ყოველდღიური წვდომა დიდ და სეგმენტურ აუდიტორიაზე, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი ზრდა და სხვა სარეკლამო საშუალებებთან შედარებით დაბალი ფასი.

“შვილო დაბრუნდი სახლში და ცოლად ვინც გინდა ის მოიყვანე”

კოკა-კოლა ამერიკული სიმბოლო და ამერიკელები რეკლამაში