10
Dec
2018

რეკორდული მონაცემი – მსოფლიო მოსახლეობის 51.2% ინტერნეტით სარგებლობს

10 Dec 2018

პირველად ისტორიაში, დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა (51.2%) ინტერნეტით სარგებლობს, ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი და გაეროს სპეციალიზებული სააგენტო (ITU) აქვეყნებს. სააგენტოს შეფასებით, 2018 წლის ბოლოსთვის, 3.9 მილიარდი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 51.2% სხვადასხვა ინტერნეტმომსახურებას იყენებს.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური საინფორმაციო საზოგადოებისთვის. თუმცა, მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანი კვლავ ციფრული ეკონომიკის მოლოდინშია“, – აცხადებს ITU-ის გენერალურმა მდივანი, ჰოულინ ჩჟაო.

ITU-ის მონაცემებით, ბოლო 13 წლის განმავლობაში აფრიკის ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომა მნიშვნელოვნად, 2.1%-დან 24.4%-მდე გაიზარდა. აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებში კი, მოსახლეობის 47%-ს ინტერნეტზე წვდომა აქვს.

განხილვა