in

კილიმანჯაროს მთაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი გაიყვანეს

ტანზანიაში იციან, რატომ გსურთ კილიმანჯაროს მთაზე ასვლა. ზოგჯერ ეს არც საზღვრების გადალახვის და არც მწვერვალის დაპყრობის გამო ხდება, მიზეზი ინსტაგრამია. ადამიანთა უმეტესობა მთაზე იმიტომ ადის, რომ სელფი გადაიღოს და ეს ამბავი სხვებს გააგებინოს. სწორედ ამიტომ, კილიმანჯაროზე უკვე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტია ხელმისაწვდომი.

დიახ, ტურიზმის გაძლიერების მიზნით ტანზანიის მთავრობამ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის შემუშავება ახლახან დაამთავრა. კავშირი ახლა ზღვის დონიდან 3785 მეტრზეც კი აღწევს და ამ მაჩვენებლის უჰურუს მწვერვალამდე გაუმჯობესებას გეგმავენ — წლის ბოლომდე იგი 5880 მეტრამდე უნდა გაუმჯობესდეს. 

ტურისტებს კილიმანჯაროს მთიდან უკვე მთელ მსოფლიოს შეუძლიათ დაუკავშირდნენ, — ამბობს ნაპე მოსეს ნნაუე, ტანზანიის ინფორმაციისა და კომუნიკაციების მინისტრი. 

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი სოციალური მედიის მოყვარულ მთამსვლელებს ნამდვილად გააბედნიერებთ და ამასთან, ეს უსაფრთხოების საკითხებსაც გააუმჯობესებს. ყოველწლიურად მთაზე დაახლოებით 35 000 ტურისტი ადის და აქ ყველაზე გამოცდილებსაც კი შეიძლება შეექმნათ პრობლემა. ხოლო ინტერნეტის დახმარებით დაბრკოლებების გადალახვა მეტად მარტივიც გახდება. 

რადგანაც ადგილობრივ ეკონომიკაში ტურიზმზე მნიშვნელოვანი წილი მოდის, მაგალითად, გასულ წელს შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ტანზანიელების უმეტესობა ამ ცვლილებას უჭერს მხარს. თუმცა ბევრიც მიიჩნევს, რომ ეს თანხა სოფლად მცხოვრები ტანზანიელებისთვის უნდა დაეხარჯათ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კონკრეტულ წამოწყებაში ტანზანიას ფინანსურად ჩინეთიც ეხმარება. 

ფაქტი კი ის არის, რომ ქვეყანამ ტურიზმის გაძლიერება მთაზე გადაღებული სელფებით გადაწყვიტა…

“Made In” — მიკერძოება ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის

Ad Black Sea-ს სარეკლამო ფესტივალს ანიმაციების ცნობილი რეჟისორი, ლიზა ლაბრაჩიო ეწვევა