in

ვინ ზარალდება, ყველაზე მეტად, ინტერნეტში გაბატონებული აგრესიით? – Save the Children-ის პრინტ კამპანია

იმდენად, რამდენადაც ინტერნეტ სივრცე და სოციალური ქსელები სასარგებლო და საკმაოდ მნიშვნელოვანია, დიდი საფრთხისა და აგრესიის მატარებელიცაა, რაც რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ორგანიზაცია Save the Children-მა, რომელიც თავდაუზოგავად იცავს ბავშვების უფლებებს და ზრუნავს მათზე,  ინტერნეტ სივრცის უარყოფით გავლენაზე, სააგენტო DDB-სთან ერთად,  საკმაოდ მძიმე პრინტ კამპანია შექმნა. კამპანიის მთავარი გმირები ბავშვები არიან, რომლებიც ინტერნეტისა და სოციალური ქსელების აგრესიის ყველაზე დაუცველი მსხვერპლი ხდებიან. ამ ყველაფრის მთავარი გზავნილი კი ის არის, რომ საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს იმ აგრესიისა და ძალადობის ინტერნეტ სივრცით გაზიარებისგან, რაც სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ხშირად ხდება, შედეგად კი ყველაზე მეტად, უდანაშაულო ბავშვები ზარალდებიან.

BOG
BOG

შენი ქვეყანა შენი სახლია! დაფიქრდი, სანამ ქუჩაში ნაგვის დაყრას დააპირებ!

კომპანია, რომელმაც თანამშრომლების ფიქრებისგან ლოგო შექმნა