in

ინტერნეტის სიჩქარის ახალი მსოფლიო რეკორდი არსებულზე 4,5 მილიონჯერ სწრაფია!

veon
veon

სამყარო ინტერნეტის გარეშე რომ ვეღარ წარმოგვიდგენია, ეს უკვე ფაქტია. პირიქით, სულ უფრო მეტად მივისწრაფვით განვითარებისა და ინოვაციურობისკენ — ამჯერად მეცნიერებმა ინტერნეტის სიჩქარის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს; კერძოდ, ასტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, საერთაშორისო კოლეგებთან ერთად, 301 მილიონი მეგაბაიტი წამში (მბ/წმ) სიჩქარე განავითარეს.

ამ შედეგის მისაღებად კი სტანდარტული ოპტიკური ბოჭკო გამოიყენეს. უბრალოდ, პროცესში ახალი ოპტიკური გადამუშავების მოწყობილობაც გამოიყენეს. სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით გახდა შესაძლებელი ტალღების ახალ დიაპაზონზე წვდომა. „მონაცემები ისეთი ოპტიკური ბოჭკოთი გავგზავნეთ, რომლებსაც ჩვეულებრივ სახლის ან ოფისის ინტერნეტკავშირში ვიყენებთ. ამასთან, გარდა კომერციულად ხელმისაწვდომი C- და L- დიაპაზონებისა, ორი დამატებითი სპექტრული დიაპაზონი გამოვიყენეთ: E-დიაპაზონი და S-დიაპაზონი“, — განმარტავს დოქტორი იან ფილიპსი, ასტონის უნივერსიტეტის მკვლევარ.

მიღწევის მასშტაბი უფრო ფართო ჭრილში რომ დავინახოთ, ახალი მაჩვენებელი არსებულ ქსელზე რამდენიმე მილიონჯერ სწრაფია. ყოველდღიურად მსგავსი ინტერნეტით თუ ვისარგებლებთ, IMDb-ზე არსებული ყველა ფილმის ჩამოსატვირთად მხოლოდ ერთი წუთი დაგვჭირდება.

მალე ChatGPT ანგარიშის შექმნას აღარ მოგთხოვთ

Piccola Noce — სახელწოდებით შთაგონებული მინიმალისტური ეტიკეტი