in

ინტერნეტის სიჩქარის ახალი რეკორდი – 319 ტერაბიტი წამში

ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა რეკორდს

იაპონელმა ინჟინრებმა უსწრაფესი ინტერნეტის მიღწევით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს – ბოჭკოვანი კაბელების საშუალებით, მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ წამში 319 ტერაბაიტს მიაღწია, რეკორდი 3000 კილომეტრის დისტანციაზე დამყარდა. აღსანიშნავია, რომ იგი არსებულ თანამედრობე საკაბელო ინფრასტრუქტურასთან სრულიად თავსებადია.

Liffit
Liffit

ახალი რეკორდის ზუსტი შეფასება ცოტა არ იყოს, რთულია. ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა რეკორდს (178 ტბ/წმ), რომელიც 2020 წელს დაფიქსირდა. ხოლო, კიდევ უფრო ადრეულ რეკორდზე (44.2 ტბ/წმ) 7-ჯერ უფრო მეტია. ამ ყველაფრის პარალელურად, NASA-ს საქვეყნოდ ცნობილი ინტერნეტის სიჩქარე (400 გბ/წმ) საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ მაქსიმალური სამომხმარებლო ინტერნეტის სიჩქარე, რომელსაც ჩვეულებრივ მომხმარებლები იყენებენ, 10 გბ/წმ-ს წარმოადგენს.

აღნიშნული რეკორდის მიღწევა ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებითა და  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა. პირველ რიგში, ინჟინრები ოთხ “ბირთვს” იყენებენ, რომლებიც ბოჭკოების შიგნითაა მოთავსებული, ნაცვლად სტანდარტული ერთი ბირთვისა. სიგნალები მრავალჯერადი ტალღის სიგრძეზე იყოფა და ტექნიკის, ტალღის სიგრძის დაყოფის მულტიპლექსირების (WDM) გამოყენებით ერთდროულად გადაიცემა.

ამასთან, მეტი მონაცემის გადასაცემად, იშვიათად გამოყენებული მესამე “ზოლი” ემატება, მანძილის მასშტაბი კი სხვადასხვა ოპტიკური გამაძლიერებელი ტექნოლოგიის მეშვეობით იზრდება.

სისტემა “წვრილკბილა” ლაზერით იწყება, რომელიც 552 არხს სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე წარმოქმნის. შემდეგ ეს შუქი ორმაგი პოლარიზაციის მოდულაციას გადის, რაც ტალღის გარკვეულ სიგრძეს სხვადასხვა სიგნალის მიმდევრობის შესაქმნელად აფერხებს.

მონაცემები ოპტიკური ბოჭკოთი დაახლოებით 70 კმ-ს გადის, რათა სიგნალი დიდ მანძილზე ინარჩუნებდეს სიძლიერეს. აქ ორი ახალი ტიპის ბოჭკოვან გამაძლიერებელს ვხვდებით, რომელიც საბოლოოდ სიგნალის თანმიმდევრობა ოპტიკური ბოჭკოს ახალ სეგმენტზე გადადის – სწორედ ამ გზით მიაღწია გუნდმა მონაცემების 3 001 კმ მანძილზე გადაცემას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოთხბირთვიან ოპტიკურ ბოჭკოს ზუსტად იგივე დიამეტრი აქვს, როგორც სტანდარტულ ერთ ბირთვიანს.

“ეძიე შთაგონება ახალი Fiat 500-ით” – Fiat-ის ფერადი ვიდეორგოლი

„ყველა სტარტაპს აქვს პერიოდი, როდესაც აგებს ბრძოლას, ბრძოლას და არა – ომს“ – Piece of BBN-ის ორი #შეცდომა