in

მაგთიკომი ნახევარ მილიონამდე ოჯახს ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს უზრდის ფასის ცვლილების გარეშე

გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი – მაგთიკომი აგრძელებს ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას და აბონენტებისთვის აქტუალური სერვისების განვითარებას.

8 სექტემბრიდან მაგთი აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი სიჩქარით სარგებლობენ, ფასის ცვლილების გარეშე, ავტომატურად გაუზრდის ინტერნეტის სიჩქარეს 70 მბ/წმ-მდე.

ეს სიახლე ნახევარ მილიონამდე ოჯახს შეეხება. გაზრდილი სიჩქარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას – იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინსაქმიანობა.

მაგთიკომისთვის მთავარია აბონენტების კმაყოფილება და მათი შესაძლებლობების ზრდა. დღეს 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში სარგებლობენ მაგთის ოპტიკური ინტერნეტით. გაზრდილი სიჩქარე კი კიდევ უფრო დაეხმარება მათ მიზნების განხორციელებაში. ასევე, კომპანიის ეს გადაწყვეტილება პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებზე.

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველო მუნდიალის გზაზე | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა