in

ერთი წუთით! – ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ აუმჯობესებს შეხვედრების მსვლელობაში ჩარევა მის ინკლუზიურობას

შეხვედრაზე, უკანა რიგში ვზივარ. თვალს ვადევნებ წუთების მაჩვენებელი როგორ იცვლება საათზე და არ ვიცი, როგორ შეწყვიტო ხმების დაუსრულებელი ნაკადი, ერთმანეთს რომ ანაცვლებს. სულ უფრო რთული ხდება სიტყვის წარმოთქმა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბუნებით, ექსტროვერტ-ინტროვერტის ნაზავი ვარ. თუმცა, როდესაც თამასა იზრდება და ოთახში თავდაჯერებული სახეები იმატებს, კონკურენციას უხმოდ ვთმობ და ჩემი მოსაზრების მოსმენის საშუალებაც ნაკლებად ეძლევათ. ხშირად, შეხვედრებზე ისე დავდივარ, რომ შინაგანად, საკუთარ თავს ვტუქსავ, ვერაფერი მნიშვნელოვანი რომ ვერ შევიტანე მასში.

მაღალი სტრესის პირობებში, ამ მდგომარეობით ბევრი ადამიანი იტანჯება. ერთი მხრივ, ეს თვითგამოხატვის შფოთთანაა დაკავშირებული ან შემდეგ, გაკვირვებული ხელმძღვანელისა და თანამშრომლების მითქმა-მოთქმასთან. ზოგი ადამიანი კი, გულმოდგინედ მუშაობს, რათა თავისი ადგილი დაიკავოს, თუმცა მათ აიგნორებენ, ვერ ამჩნევენ ან შეგნებულად რიყავენ.

რაც უნდა იყოს მიზეზი, ნებისმიერ შემთხვევაში, ლიდერები, რომლებსაც აქვთ ყურადღების ნაკლებობა და დამკვირვებლები, რომლებსაც განსხვავებული აზრის პასიური დამსწრეებისგან მოსმენა სურთ, შეხვედრის მსვლელობის შეწყვეტა შესაძლოა და გუნდის ნორმებისგან ყურადღების გადატანა შესაძლოა ბევრად სასარგებლო იყოს, ვიდრე გეგმის მიყოლა.

შეწყვეტა წინააღმდეგობრივი პროცესია. როდესაც ჩვენ გვაჩერებენ საუბრისას, შესაძლოა, უპატივცემულობად აღვიქვათ, ხოლო ის, ვინც გვაწყვეტინებს – უხეშად. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აღიქვამთ ამ ყველაფერს, ეს შესაძლოა, კულტურულ კონტექსტშიც იყოს განხილული.

ასეა თუ ისე, რაკი ინკლუზიურ სამუშაო გარემოში მუშაობას განვიხილავთ, სჯობს, ვისწავლოთ, როგორ შევაწყვეტინოთ საუბარი რათა ადგილი დავუთმოთ იმ ხმებს, რომლებიც არ ისმის.

მაინც, როგორ შევაწყვეტინოთ მოხერხებულად?

დაიწყეთ შემჩნევით

დააკვირდით, შეხვედრების ოთახში არსებულ წინააღმდეგობრივ დინამიკასა და ჩვეულებებს. ვინ საუბრობს ბევრს და ვინ – ცოტას? როგორია თქვენი კონტრიბუცია ამ საუბრებში? თავს იკავებთ? იქნებ, მეტისმეტად ბევრს საუბრობთ? შეაფასეთ, რამდენად უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემოა იმ თემებისთვის, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ.

დროულად ალაპარაკდით

თუკი, ჩვევად გაქვთ საუბრისგან თავშეკავება, გირჩევთ, ხმა დროულად ამოიღოთ – შეხვედრის დაწყებიდან პირველ მესამედში. როდესაც ვრისკავთ და ვსაუბრობთ, ამით სიგნალს ვუგზავნით ტვინს, რომ ჩვენ აღარ გვჯერა შიშის, რომელიც ნაბიჯის გადადგმისგან „გვიცავდა“. შეკითხვას რაც შეიძლება მალე უპასუხეთ ან წინდაწინ მოითათბირეთ კოლეგასთან, შეხვედრის დაწყებამდე.

შეაწყვეტინეთ მოხერხებულად

ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფორმა ექნება შეხვედრის დროს თქვენი წილი „ხმაურის შეტანას“. ამაზეა დამოკიდებული თქვენ მომართ აგრესიის დოზა. თუკი პაუზას თავაზიანი ფრაზით დავარღვევთ და პირველსავე წინადადებაში ირიბად განვმარტავთ ამის მიზეზს, შეფერხება აგრესიულად არ აღიქმება.

მზად იყავით შეცდომებისთვის

ქოუჩინგში, ბევრი საუბრის უნარი გვეხმარება ვიყოთ მოუწესრიგებელი და ადამიანური, ჩვენი წილი სიმართლის თქმისას. ამგვარი „ლაყბობა“ ჩვენგან მოითხოვს ბუნებრივობას, წესების დაცვის აუცილებლობის გარეშე. ეს საკუთარ გამოცდილებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

შეიმუშავეთ, როგორ შეწყვიტოთ გუნდის წევრებთან ერთად მუშაობის პროცესი

იმისათვის, რომ გუნდური მუშაობის პროცესი წარმატებულად შეაჩეროთ, გაითვალისწინეთ მოქნილობა და პატივისცემა. ასევე, არაფერი მიიღოთ პირადულად. დააკვირდით, რამდენად არის მიღებული თქვენს სამუშაო გარემოში მსგავსი რამ? ხომ არ არის დასჯადი? რა თემატიკაზე არის ნორმალური საუბარი? ვისთვის არ არის რაიმე თემა მისაღები ან უსაფრთხო? დაიწყეთ დისკუსია გუნდთან, რათა ამ ტენდენციებზე მეტი შეიტყოთ.

ზოგჯერ, როდესაც პროცესს შეაჩერებთ და ყველას ყურადღება თქვენკენ წამოვა, თავი უცნაურად ან უხერხულად შეიძლება იგრძნოთ. ეს დროებითია. დროთა განმავლობაში, უფრო მეტად ადაპტირდებით და შეძლებთ ზუსტი მომენტის, სწორი ხერხებით შერჩევას.

 

წყარო: HBR



მარიამ ჯაყელი საქართველოს ეროვნული ბანკიდან EBRD-ის სათავო ოფისს შეუერთდა

ციფრული ბიზნეს ბარათი – საქართველოს ბანკის ახალი ციფრული პროდუქტი