29
Dec
2018

კომპანია ,,ინტერ ტრანსი“ განცხადებას ავრცელებს

29 Dec 2018

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი კომპანია ,,ინტერ ტრანსი“ მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ,,ინტერ ტრანსში“ აცხადებენ აღნიშნული გადაწყვეტილება მძღოლებმა მიიღეს, თუმცა კომპანია საქმის კურსში იყო.

,,კომპანია ,,ინტერ ტრანსი“ გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, რუსთავი- თბილისის ხაზებზე დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

რუსთავის მუნიციპალიტეტი მძღოლების მიერ მგზავრობის ტარიფის შესაძლო მატების შესახებ საქმის კურსში იყო.

კომპანია “ინტერ ტრანსი” ასევე ინფორმირებული იყო მძღოლების გადაწყვეტილების შესახებ მგზავრობის საფასურის სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებით.

სატრანსპორტო საქმიანობაში კონკურენციის გაზრდის, საწვავზე ფასის ცვლილების, ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაციის, სათადარიგო ნაწილებსა და საპოხ მასალებზე ფასების მატების გამო მძღოლებმა კომპანიისგან სატარიფო პოლიტიკის გადახედვა მოითხოვეს.

კომპანიამ განხილვის შემდეგ მძღოლების მოთხოვნის შესახებ რუსთავის თვითმმართველობას დაახლოებით ორი თვის წინ წერილობით აცნობა და მგზავრობის ფასის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნაც წარუდგინა, სადაც განმარტებულია, რომ არსებული ტარიფი არ ფარავს სატრანსპორტო საშუალების ხარჯების და მძღოლის სარგებლის საფასურს.

“ინტერ ტრანსის” მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კანონი ამ შემთხვევაში არც მძღოლებს დაურღვევიათ“, – აღნიშნულია ,,ინტერ ტრანსის“ განცხადებაში.

რუსთავსა და თბილისს შორის მგზავრობა  50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა.

[R]

განხილვა