in

ინტერვიუ pr-სა და მარკეტინგის ჰოლანდიელ ექსპერტებთან, სანდერს შხუვერთან და კლარენს ვან დერ პუტთან

21-22 ოქტომბერს თბილისს სტუმრობენ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ჰოლანდიელი ექსპერტები – ბატონები სანდერს შხრუვერსი და კლარენს ვან დერ პუტი. ისინი ქართველ მარკეტერებსა და პიარის სპეციალისტებს ორ დღიან სემინარებს სთავაზობენ. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები საქართველოს პირველად არ სტუმრობენ. პირიქით, ისინი დადებითად აფასებენ საქართველოს ბაზრის პოტენციალს და ხანგრძლივ ვადიანი გეგმებიც აქვთ ქართული ბაზრის განვითარებისა და მოღვაწეობის შესახებ.

მარკეტერი დაინტერესდა მათი გეგმებით, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, მოახლოებული მასტერ კლასებით და გადაწყვიტა, პირადად გასაუბრებოდა მათ. გთავაზობთ ინტერვიუს.

M: რამდენადაც ვიცით, თქვენ არაერთხელ სტუმრობდით საქართველოს და თანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. თუ შეიძლება გვიამბეთ თქვენი საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, ასევე საქართველოში დაგეგმილი მასტერ კლასების შესახებ…

masterclassსანდერს შხრუვერსი: პიარის დარგში მოღვაწეობა ჯერ კიდევ 90 იან წლებში დავიწყე, საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვანი მენეჯერის თანამდებობაზე ვინიშნებოდი მსხვილ საკომუნიკაციო კომპანიებში როგორც ამსტერდამში, ასევე ტოკიოსა და ბრიუსელში. 2002 წელს კი მილანში საკუთარი საკონსულტაციო კომპანია დავაარსე. ამის საჭიროება თავად ბაზარმა მიკარნახა, რადგან დამკვეთთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მზარდი იყო. შესაბასამისად, კომპანია დასპეციალიზდა მონაცემთა ბაზების შექმნის, სხვადასხვა ენოვანი პრესისთვის შესაბამისი მასალების მომზადებასა და ასევე, ტრენინგების მიმართულებით. ჩვენი ძირითადი მიმართულება ევროპის ბაზარზე სწორი კომუნიკაციის წარმართვა გახლდათ. დღესდღეობით, ჩემს მრავაწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხშირად მიწვევენ როგორც საერთაშორისო სპიკერს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამავდროულად ვკითხულობ ლექციებს როგორც ამსტერდამის, ასევე ბერლინის, პარიზის, მაიამის და მილანის უნივერსიტეტებში, მათ შორის თბილისშიც, კერძოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. საერთაშორისო სპიკერობამდე, ოცდაათამდე წიგნი გამოვეცი პიარის შესახებ, მათ შორისაა ბესტსელერი „თავისუფალი პუბლიცისტიკა“ და „ პიარი დამწყებთათვის“. ჩემი ავტორობით 40 მდე წიგნი გამოიცა საერთაშორისო კომუნიკაციის შესახებ, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ენაზე ითარგმნა.

კლარენს ვან დერ პუტი: უკვე მრავალი წელია, რაც ნიდერლანდებში, პოლონეთში, უნგრეთსა და რუმინეთში სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის მსხვილ და საშუალო ზომის ბიზნესებს ვუწევ კონსულტაციას. ჩემი საქმიანობა ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებულ, მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების კონსულტაციით შემოიფარგლება. მოდის ინდუსტრიაში კონკურენცია საკმაოდ მწვავეა, ძნელია ნიშის დაკავება, მით უმეტეს როდესაც ჩემი დამკვეთი კომპანიები გლობალურ ბრენდებად გადაქცევას არ ცდილობენ, როგორიცაა H&M, ZARA, არამედ ორიენტირებულები არიან ვიწრო სეგმენტაციითა და ნიშის დამკვირდებით. ეს გაცილებით საინტერესო სამუშაოა ჩემთვის, შესაბამისად ყოველთვის ვამჯობინებ დამწყებ დიზაინერებთან და მცირე თუ საშუალო კომპანიებთან თანამშრომლობას. საქართველოში ჩემი მოღვაწეობა ძირითადად ტრენინგებითა და სალექციო კურსებით შემოიფარგლება ჯერჯერობით.

M: 21-22 ოქტომბერს, სასტუმრო ამბასადორში ატარებთ მასტერ კლასებს ევროსტანდარტების პიარსა და მოდის ინდუსტრიის მარკეტინგში. გვითხარით,  რას სთავაზობთ მსმენელებს მასტერ კლასებზე, რა არის ის ძირითადი მიზეზი, რისთვისაც მოუწოდებთ მათ დასწრებისკენ?

სანდერს შხრუვერსი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწე ადამიანები ძირითადად ამერიკულ მეთოდებს ფლობენ, რადგანაც საბაზისო ლიტერატურა სწორედ ამერიკიდან მოდის. თუმცა, ევროპის ქვეყნებში, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. განსხვავებული მეთოდებით და პრინციპებით საქმიანობენ. ევროპა უდიდესი ბაზარია, საქართველოსთვის კი ყველაზე ახლო პარტნიორი, როგორც კულტურული, ასევე გეორგაფიული მდებაორების მიხედვით. შესაბამისად, საინტერესო უნდა იყოს ქართველი პიარ პროფესიონალებისთვის, მოუსმინონ საერთაშორისო სპიკერის მასტერ კლასს, რომელიც ფლობს ინფორმაციას და გამოცდილებას, ტეხასიდან დაწყებული, თეირანისა და ტალინის გავლით ქვეყნების შესახებ.

კლარენს ვან დერ პუტი: კურსი აგებულია კონკრეტული, კერძოდ კი მოდის ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანების ინტერესებზე დაყრდნობით. ჩვენ განვიხილავთ მოდის ინდუსტრიის დინამიკას და ძირითად აქცენტს გავამახვილებთ მსოფილოს მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებზე, რომლებიც მარკეტინგულ მიქსს იყენებენ. ჩვენ განვიხილავთ მომხმარებლის სამომხმარებლო ქცევას, მათი შთაგონების წყაროებს და წარმოვადგენთ მათ მარკეტინგული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების ჭრილში. ეს არის ინტენსიური და ინტერაქტიული კურსი, რომელიც განასხვავებს დიზაინერის მოტივაციასა და მომხმარებლის სურვილს სხვადასხვა კულტურებს, ქვეყნებსა და ეკონომიკის ჭრილში, წარმატებული მარკეტინგული სვლების შემუშავების მიზნით.cover

M: რას ურჩევდით პიარისა და მარკეტინგის ქართველ სპეციალისტებს დარგში წარმატებული მოღვაწეობისთვის?

სანდერს შხრუვერსი: საზოგადოებასთან ურთიერთობა მუდმივ განვითარებას და სწავლას მოითხოვს. საუკეთესო პიარის სპეციალისტებს შეუძლიათ მოცემული სურათის კონტექსტში მოქცევა. მასტერ კლასებზე მოწვეული მსმენელები დარგში მოღვაწე პროფესიონალები არიან, რომლებიც ევროპული ბაზრის მიმართ დაინტერესებას იჩენენ, შესაბამისად მინდა გავუზიარო მათ ევროპული ბაზრისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. რთულია კონკრეტული რჩევის მიცემა, მაგრამ გეტყვით, რომ ნებისმიერი ქვეყანა საჭიროებს მასზე მორგებულ კონტექსტს, რომელსაც მასტერ კლასებზე განვიხილავ.

კლარენს ვან დერ პუტი: წარმატების მიღწევის წინაპირობა და გარანტია კარგად სტრუქტურიზებული გეგმაა. მოდის ინდუსტრიისთვის კი დამახასიათებელია მუდმივი ტრენდები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია მოკლევადიან სტრატეგიაშიც კი. სწორედ მოკლევადიანი სტრატეგია, რომელიც ეთანხმება ტრენდებს, განაპირობებს მოდის ინდუსტრიაში არსებული ბრენდის წარმატებას. წარმატებული კომპანიები იზიარებენ ამ ხედვას და მიჰყვებიან მარკეტინგულ სტრატეგიულ დაგეგმარებას. ეს არის გეგმა, სადაც კომპანიის მისია, ხედვა და სტრატეგია თანხვედრაშია კომპანიის სტრატეგიასთან. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში დამწყები კომპანიები ნაკლებად მისდევენ მენეჯერულ დაგეგმარების პრინციპსა და ბაზრის მოთხოვნებს. არადა, ხანგრძლივ ვადიან პერიოდში წარმატების უზრუნველყოფა სწორედ მენეჯერულ მიდგომებზე გადის. მოკლე ვადიან პერიოდში კი კომპანიამ შეიძლება გაყიდვების მოცულობაც გაზარდოს და გარკვეული მოგებაც მიიღოს, მაგრამ ხანგრძლივ ვადიან პერიოდზე გათვლილი სტრატეგია, რომელიც სწრაფ და მყისიერ რეაქციას საჭიროებს მუდმივად ცვალებადი ტრენდების მიმართ, აუცილებელია.

M: საქართველოში მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანიის ინსფირითის პარტნიორებს წარმოადგენთ, რატომ აირჩიეთ საქართველოს ბაზარი და რა მოლოდინები გაქვთ?

სანდერს შხრუვერსი : საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, ის ნამდვილად წარმოადგენს ევროკავშირის ნაწილს და თქვენც სწორედ ამისკენ მიისწაფვით. გარდა ამისა, ევროპის ასოცირებისა და რიგის სამიტი იძლევა ევროპის ბაზარზე შეღწევის წინაპირობას. რუმინეთისა და პოლონეთის შემდეგ, ჩვენ არჩევანი საქართველოზე შევარჩიეთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო რომ შეყვარებული ვარ თქვენს ქვეყანასა და ხალხზე, მომწონს ქართული კულტურა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთხელ ვიზიტის შემდეგ, ყოველთვის გიხმობს უკან. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი ჩავდოთ დარგის განვითარებაში, გავწიოთ გარკვეული ინვესტიცია და დავიმკვიდროთ თავი. საქართველოს მართლაც საკმაო პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით ტურიზმის დარგში. მიზნისკენ სწრაფვას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ მზად ვართ ენთუზიაზმით განვაგრძოთ სვლა.

კლარენს ვან დერ პუტი : საქართველოს ბაზარი განვითარების სტადიაზე, ჯერ მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ქვეყანა თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს ატარებს. მაგრამ ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ბიუროკრატიული მექანიზმის შესუსტება მთავრობის მხრიდან და ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანას განვითარების დიდ პოტენციალს უქმნის. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ინოვაციებისადმი სწრაფვის შემთხვევაში, გაიზრდება მოთხოვნა საკონსულტაციო პროდუქტებსა და სერვისზე. ინსფირითი კი წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას მარკეტინგის, გაყიდვების, ივენთ მენეჯმენტის, ტრენინგებისა და ორგანიზაციული დაგეგმარების მიმართულებით, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის თამაში ბაზრის განვითარების სტადიაზე კომპანიების, ადგილობრივი სამთავრობო ინსტიტუტებისთვის კონსულტაციის გაწევით.

გმადლობთ საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ.

მასტერ კლასების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/events/1474262009550149/,

ხოლო რეგისტრაციისთვის მიმართეთ ლინკს:  http://goo.gl/forms/2eOmIPpyJe

“უცნაურია არა?” Scion-ის ახალი ავტომობილები და კამპანია

მფრინავი სკეიდბორდი ლექსუსისგან – ტექნოლოგიური სიახლეები ელიტ ელექტრონიქსისგან