in , , , ,

ინტერვიუ როზეტა პივეზკასთან, Marketing Kingdom Tbilisi-ის პროექტის დირექტორი

Marketing Kingdom Georgia, რომელიც თბილისში 12-13 ნოემბერს საქართველოს ბანკის ცენტრალუ ოფისში ჩატარდება უკვე ხდება წლის ყველაზე საინტერესო ღონისძიება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ტოპმენეჯერები მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან, როგორიცაა Yahoo, Pepsico და ა.შ ღონისძიების ფარგლებში მარკეტინგის სამყაროში დღესდღეობით არსებული ყველა ტრენდის განხილვა მოხდება.

ვინაიდან საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებისადმი ინტერესი ძალიან დიდია,მარკეტერი პროექტის დირექტორს  როზეტა პივეზკას ესაუბრა, რათა უფრო დეტალურად გაეგო თუ რას უნდა მოელოდნენ ღონიძიებაზე დამსწრე დელეგატები ღონისძიებისაგან, ღონისძიებისაგან რომელიც საქართველოს მარკეტინგულ ინდუსტრიაში დიდ ცვლილებებს პირდება

როზეტა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ საქართველოში ჩაგედატებინათ Marketing Kingdom-ი?

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ რომ ჩვენს ღონისძიებას ნოემბერში თბილისი უმასპინძლებს. არსებული მონაცემებით ჩვენს    ღონისძიებებს 3500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო (ბელგრადი, ზაგრები და სარაევო).

ჩვენი მიზანი იყო გაგვეფართოვებინა ბაზარი და ჩვენი მოკვლევის შემდგომ საქართველოს მარკეტინგული ბაზარი საინტერესოდ მივიჩნიეთ, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბაზარი მზადაა მსგავსი ღონისძიებისათვის. თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე გასაყიდი ბილეთების რაოდენობა თითქმის ამოწურულია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველ მარკეტერებში ღონისძიებისადმი ინტერესი  ძალიან დიდია და მათ სურთ ახალი ტრენდების შესახებ გაიგონ მეტი.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში თქვენ საქართველოში ჩამოგყავთ მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების ტოპმენეჯერები, რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული ამ ადამიანების საქართველოში ჩამოყვანა?

ჩვენს მიერ მოწვეული სპიკერები პირველ რიგში არიან ჩვენი მეგობრები და შემდეგ ჩვენი პარტნიორები, ჩვენ გვიმუშავია მათთან ერთად სხვადასხვა ბაზრებზე და მათ იციან ჩვენი ღონისძიების ხარისხი. ჩვენ ვუზრუნველყობთ რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ. ასევე საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მსგავსი ღონისძიებები ლონდონში, პარიზში და სხვა დიდ ქალაქებში უკვე მოსაწყენია, ჩვენ  საერთაშორისო ექსპერტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ შეისწავლონ უფრო მეტი ახალი ბაზრებისა და ქვეყნების შესახებ და მათ ეს ძალიან მოსწონთ. სწორედ ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ ადვილად ჩამოვიყვანოთ ისინი თქვენთან. საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებისათვის ყველა სპიკერი განსაკუთრებულად ემზადება.

შეგიძლიათ გვესაუბროთ უფრო ვრცლად ღონისძიების პროგრამის შესახებ? 

უნდა ავღნიშნო, რომ მთელი პროგრამა იქნება ძალიან ინტერაქტიული, ჩვენ გვინდა რომ დამსწრე საზოგადოებამ რეალურად ისწავლოს ჩვენს მასტერკლასებზე და როცა დაბრუნდება საკუთარ კომპანიაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სპიკერებთან ერთად წინასწარ ვირჩევთ თემებს, რომელთა სამომავლოდ გამოყენებასაც ვთვლით რომ ნებისმიერი მარკეტერი შეძლებს, ჩვენ ვთვლით რომ არანაირი აზრი არ ექნება ვასწავლოთ ის რასაც ქართველი მარკეტერები ვერასოდეს გამოიყენებენ.

ღონისძიების პირველი თემაა სოციალური მედიის ინსტუმენტების ეფექტური გამოყენება და მსხვილი ბრენდების წინაშე მდგომი გამოწვევები, რომელსაც Pepsi-ის მარკეტინგის დირექტორი გაუძღვება. დღის განმავლბაში დელეგატები ასევე მოისმენენ თუ როგორ ზრუნავს American Express-ი თავის მომხმარებელზე. ისინი გაიგებენ სოციალური მედიის თანამედროვე ტრენდების შესახებ Go Viral და Trip Advisor-ისაგან.

ამის შემდგომ Yahoo, Coca Cola და Novartis-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ ციფრულ და სამომხმაებლო მარკეტინგის შესახებ. მეორე დღეს ძალიან გამორჩეული ვორკშოფი გვექნება, რომელიც დელეგატებს დაეხმარება შექმნან ძალიან პრაქტიკული ციფრული მარკეტინგული სტრატეგია, რაც  მათ ასევე საკუთარ კომპანიაში მოგების გაზრდაში დაეხმარებათ.

სამომავლოდ რა ღონისძიებებს გეგმავთ საქართველოში?

ჩვენ საქართველოში შევიძინეთ რამოდენიმე ძალიან კარგი მეგობარი, საქართველოს ბანკი ნამდვილად ძალიან კარგი პარტნიორია და ვფიქრობთ მათთან ერთად მომავალშიც არაერთ ღონისძიებას ჩავატარებთ . ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა თქვენგან რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს მოდით ამ ეტაპზე ეს საიდუმლოდ დავტოვოთ, ამ ეტაპზე ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ 12-13 ნოემბერს დაგეგმილ Marketing Kingdom-ზე, ჩვენ გვსურს, რომ ამ ღონისძიებამ დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს მარკეტინგის ინდუსტრიაში.

 

შეგახსენებთ 12-13 ნოემბერს, საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია “Marketing Kingdom Georgia”-ა, ღონისძიება საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისში ჩატარდება. ღონისძიების ექსკლუზიური მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge, მედია პარტნიორები არიან Georgia Today, Radio Fortuna, Info-tbilisi.

 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

http://www.thepworld.com/experiences/marketing-kingdom-tbilisi.aspx

“ლიფტი ჩაწყდა” LG-ის ექსპერიმენტი

ისწავლეთ შეცდომებზე, Carrefour-ის ქართული ქეისი