19
Dec
2019

როგორ დავძლიოთ თვითმარქვიას სინდრომი გასაუბრებებზე?

19 Dec 2019

სამსახურის გასაუბრებას ყველაზე თავდაჯერებული ადამიანის უსუსურ მდგომარეობაში ჩაგდებაც კი შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ხართ მომზადებული, ზუსტად ვერ გეცოდინებათ, რა კითხვებს დაგისვამენ და როგორ პასუხს ელიან. თუკი მოცემული მომენტისთვის უმუშევარი ხართ, შესაძლოა, უფრო მეტადაც იყოთ დაძაბული, რათა გასაუბრება კარგად გაიაროთ და მუშაობის დაწყების შანსი მნიშვნელოვნად გაზარდოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მღელვარების ამ ტალღას შეუძლია უსუსურობის განცდით აგავსოთ ყოველ ნაბიჯზე. გქონიათ განცდა? ყველაფერი გაქვთ, კვალიფიციურიც ხართ, მაგრამ გასაუბრებაზე ნამდვილი თვითმარქვიასავით გრძნობთ თავს, თითქოს ისეთისთვის არაფრისთვის მიგეღწიოთ. ეჭვი გღრღნით და არ გასვენებთ, რომ ამ პოზიციისთვის მზად ჯერ არ ხართ. რით გიშველოთ “თვითმარქვიას სინდრომის” დაძლევაში? ამ რამდენიმე რჩევას მიჰყევით.

გაითავისეთ გასაუბრების მიზანი

ბუნებრივია, რომ ინტერვიუები და მათზე დასმული კითხვები შფოთსა და ეჭვს შეიძლება იწვევდეს საკუთარ თავში. მაშინაც კი, ტუკი თქვენი რეზიუმე ზუსტად ასახავს თქვენს კვალიფიკაციას, თქვენი ბედი მაინც გამსაუბრებელთა ჯგუფის ხელშია. სწორედ ამიტომ, წარმოიდგინეთ, რომ ეს არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გსურთ მუშაობა. მოირგეთ მათი ფეხსაცმელი. უამრავ ადამიანს შეცდომით ჰგონია, რომ მთავარი მისი ტექნიკური უნარების ჩვენებაა. ფაქტი ისაა, რომ თქვენს კვალიფიკაციაზე წარმოდგენა შესაძლოა უკვე აპლიკაციიდანაც ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ისინი ეძებენ მას, ვისთან ერთადაც მუშაობის სურვილი გაუჩნდებათ. ამიტომაც უნდა დაანახოთ, რომ მათთვის გუნდის იდეალური წევრი იქნებოდით.

პრაქტიკა, პრაქტიკა და პრაქტიკა

როგორც ყველა უნარს, გასაუბრებასაც წინასწარ ვარჯიში უნდა. ეს თქვენს თავდაჯერებულობას მნიშვნელოვნად გაზრდის. საუკეთესო შედეგებისათვის, წინასწარ გაითამაშეთ, როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი და მზად გქონდეთ პასუხები გავრცელებულ შეკითხვებზე. ამგვარად, არ დაგავიწყდებათ თქვენს მიღწევებსა და ძლიერ მხარეებზე ხაზგასმა.

დამშვიდდით

სათქმელად მართლაც ადვილია. გვესმის, რამხელა სტრესი შეიძლება იყოს სასურველ სამსახურში მოხვედრა. ამას ემოციური მდგომარეობის გამძაფრება სჩვევია. ბოლოს და ბოლოს, შედიხართ უცხო ოთახში, უცნობ ადამიანებთან და ელით მათ განაჩენს. იმისათვის, რომ საკუთარ იჭვნეულობას გაუმკლავდეთ, დაიწყეთ იმ ელემენტებით, რომელთა კონტროლიც შეგიძლიათ. მაგალითად, მიდით ადრე, გაიმეორეთ, რაზე გსურთ ხაზგასმა საკუთარი გამოცდილებიდან, ისუნთქეთ სწორად და თანაბრად.

გადაიტანეთ ყურადღება სხვა საგნებზე, ადამიანებზე. გაუღიმეთ, მოიკითხეთ, დაამახსოვრეთ თავი. შეკითხვაზე პასუხისას არ მოგერიდოთ ისაუბროთ იმ პრობლემაზე, რასაც შეიძლება აწყდებოდეს დამსაქმებელი და მისი გუნდი და ეცადეთ, ამ პრობლემაზე პასუხი გასცეთ. ამ მოხერხებულ ნაბიჯებზე კონცენტრირებით, საკუთარ თავს მღელვარების გადალახვაში დაეხმარებით.

 

წყარო: HBR



განხილვა