25
Sep
2013

მარკეტერის ინტერვიუ MCI–ს დირექტორთან

25 Sep 2013

1241450_645389565483233_323022006_nMCI Group-ს ჩვენი მკითხველი ორი საინტერესო პროექტით იცნობს, ერთია ბაზალეთზე მარკეტინგული აუდიტი ISO  სტანდარტების მიხედვით და მეორე ოქტომბერში დაგეგმილი მაიკლ ბენგის 2 დღიანი სემინარი. რას საქმიანობს ზოგადად თქვენი კომპანია?

ჩვენ, ადამიანებს ხშირად გვიწევს გზების ძებნა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ვახერხებდეთ ღირებული, საინტერესო იდეების მოფიქრებას. წარმატებული საქმეების საკეთებლად კი რამოდენიმე კომპონენტია მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი : სწორი და კონკრეტულ გარემოს მორგებული სტრატეგია; აზროვნებაზე და მენტალობაზე მორგებული იდეა; შესრულება; გუნდური მუშაობა; მუდმივი მონიტორინგი და სხვა.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა MCI GROUP , როგორც ბიზნეს საკონსულტაციო-საინვესტიციო კომპანია, რომელიც მუდმივად ცდილობს დახვეწოს და განავითაროს მის ფარგლებში გაერთიანებული ბიზნეს საკონსულტაციო სერვისი, ჩაერთოს საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო ქსელში და იმუშაოს საერთაშორისო სტანდარტებით.

MCI  ახლად შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფია, ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები და რა გამოცდილება აქვთ მათ?

ჩვენი მთავარი აქტივი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალთა და პროგრესულად მოაზროვნე კადრებით დაკომპლექტებული გუნდია. 2013 წლის აპრილიდან კომპანია თანამშრომლობს ,,ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან“ ( EBRD ) ბიზნეს კონსულტაციის დარგში.

ამ მოკლე პერიოდში თუ გაქვთ უკვე წარმატებული ქეისები, ან პროექტები, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობთ?

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა, შეიძლება ითქვას, რომ  MCI GROUP -ის საქმიანობა წარმატებით მიმდინარეობს. 2013 წლის იანვრიდან დღემდე MCI Group რადიო ჰოლდინგ “საქართველოსთვის’ და ტელეკომპანია Music Box  – სთვის ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლას, შეფასებას და ანალიზს დინამიკაში. რეკომენდაციების შემუშავებას არსებული ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დივიდენდების გაცემასთან დაკავშირებით, კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციას, მომავალი პერიოდის ოპერაციული, ფინანსური გეგმის შემუშავებას და კონტროლს

MCI Group – მა შ.პ.ს. “რეგალის” დაკვეთით განახორციელა პროექტი – კომპანია “რეგალის” მენეჯმენტის დიაგნოსტიკა.

2013 წლის 11,12,13 თებერვალს  MCI GROUP – ის და საერთაშორიო სტანდარტების ორგანიზაცია ISO – ს ეგიდით პირველად საქართველოში ჩატარდა სერთიფიცირებული ტრენინგი სამედიცინო მენეჯმენტში.

კომპანია lider trade  -ის დაკვეთით MCI GROUP -მა სავაჭრო ცენტრ “ევრაზიისთვის” განახორციელა საახალწლო პიარ – მარკეტინგული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა სავაჭრო ცენტრის ცნობადობის ამაღლებას. ასევე ივლისის თვეში ბიზნეს საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია MCI Group – ის ორგანიზებით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ( GIPA  ) მხარდაჭერით განხორციელდა ორი სემინარი სასტუმრო კომპლექს ბაზალეთზე.

რამდენად დაიტნერესდა ქართული ბიზნეს საზოგადოება მაიკლ ბენგის სემინარებით?

საქართველოში არსებული ბიზნეს საქმიანობის სფერო და კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ რთულია მხოლოდ ძვირადღირებული აპარატურით, თანამედროვე ინტერიერით ან აუხლესი ტექნოლოგიებით იყო წამყვანი საქმიანობის სფეროში. ჩვენ მომხმარებელს გაცილებით მეტი უნდა შევთავაზოთ-საუკეთესო მომსახურების ხარისხი, სანდო და საიმედო გარემო, მუდმივი გაუმჯობესება და სიახლეები. ამით წარმატებული ხდება ჩვენი ბიზნეს საქმიანობაც-იმატებს მომხმარებელთა რაოდენობა, მატულობს ორგანიზაციის იმიჯი, მარტივდება ორგანიზაციის და კადრის მართვა.

სწორედ ამ მიზნით, კომპანია 8-9 ოქტომბერს გეგმავს ,,გაყიდვების ხუთ ვარსკვლავიანი სკოლის“ პრეზიდენტის მაიკლ ბენგის სემინარს სახელწოდებით ,,მომხმარებლის მომსახურების ექსტრაორდინალური სტრატეგია“. სემინარის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაიწყონ ახალი, საინტერესო და წარმატებული ბიზნეს საქმიანობა, ან გააუმჯობესონ და გაზარდონ არსებული ბიზნეს სამყარო.

მომავალში თუ გეგმავთ ტრენინგების სერიების გაგრძელებას? და თუ კი რას?

კომუნიკაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ყველგან, სადაც ადამიანებს აზრის გაცვლა უხდებათ. იშვიათად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიკრიბოთ მსგავსი პროფესიის ადამიანები და განვახორციელოთ ჩვენი კომუნიკაცია ისე, რომ ჩვენი ურთიერთობები და საქმიანობა გახდეს უკეთესი და წარმატებული. ამიტომ კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის სემინარების ორგანიზება, სადაც მუდმივად ვეცნობით სიახლეებს მომავალში საქმიანობის გაუმჯობესების პერსპექტივით, ვიძენთ საინტერესო გამოცდილებას და ვსახავთ ახალ იდეებს მომავალში განხორციელების პერსპექტივით.

ხელმძღვანელი, რომელიც არ ცდილობს ახალი ინფორმაციის მოძიებას, ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას.

განხილვა