დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში წარმატება სულ უფრო ნაკლებად განისაზღვრება მხოლოდ პროდუქტით ან სერვისით. გადამწყვეტი ხდება ის, როგორ ახერხებს კომპანია საკუთარ იდეებზე საუბარს, პარტნიორებთან მოლაპარაკებასა და გუნდის შიგნით ეფექტურ თანამშრომლობას. სწორედ ამ კონტექსტში ინგლისური ენა აღარ არის დამატებითი უნარი — ის სტრატეგიული რესურსია.
რატომ ირჩევენ წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები ბრიტანეთის საბჭოს პარტნიორად – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ბრიტანეთის საბჭოს აკადემიური მენეჯერი ნატალია ბაღდავაძე.
რა ხდის ბრიტანეთის საბჭოს განსხვავებულს?
ბრიტანეთის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 90 წელზე მეტია ფუნქციონირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში მისი საქმიანობა 1993 წლიდან იწყება და ორგანიზაცია წლების განმავლობაში ასოცირდება ინგლისური ენის სწავლების უმაღლეს ხარისხთან.
რაც მას განსაკუთრებით გამორჩეულს ხდის, არის ის, რომ ორგანიზაციის შემოსავალი სრულად რეინვესტირდება საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში. ეს ნიშნავს, რომ ყოველი კორპორაციული კურსი მხოლოდ სერვისი კი არა, არამედ გრძელვადიანი საგანმანათლებლო ინვესტიციის ნაწილია.
ნატალია, როგორ შეიცვალა ბიზნესის დამოკიდებულება ინგლისური ენის ცოდნის მიმართ ბოლო წლებში?
დღევანდელ ბიზნესგარემოში დამოკიდებულება ინგლისური ენის ცოდნის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. კომპანიებს აღარ სჭირდებათ თანამშრომელი, რომელმაც უბრალოდ „იცის ინგლისური“. ისინი ეძებენ პროფესიონალებს, რომლებიც თავისუფლად აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ეფექტურ წერილობით კომუნიკაციას, თავდაჯერებულად მუშაობენ საერთაშორისო გუნდებში და ადვილად უმკლავდებიან კრიტიკულ სიტუაციებს.
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში გვაძლევს უნიკალურ ხედვასა და კომპეტენციას, მსგავსი კადრების მოსამზადებლად, ამიტომ გვაქვს ნდობა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კერძო და სახელმწიფო სექტორების მხრიდან.
ბაზარზე მრავალი კორპორაციული კურსია. რა განასხვავებს ბრიტანეთის საბჭოს შეთავაზებას?
ბრიტანეთის საბჭოს კორპორაციული ინგლისურის კურსები განსხვავებულია არა მხოლოდ მეთოდოლოგიით, არამედ მთლიანად ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომით. ჩვენთან სწავლის პროცესში პირველი ნაბიჯი ყოველთვის არის უნარების, არსებული ცოდნისა და სასწავლო მიზნების დეტალური ანალიზი, რის შემდეგაც თითოეული პროგრამა მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებზე.
ჩვენი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თანამედროვე ბიზნესში წარმატება მხოლოდ ინგლისურის ცოდნას არ ეფუძნება — ის მოითხოვს ეფექტურ, სწრაფ და პროფესიონალურ კომუნიკაციას, რასაც ჩვენი კურსები კონკრეტულად ავითარებს მონაწილეებში.
სწავლების გარდა, ვეხმარებით კომპანიებს თვალყური ადევნონ თანამშრომლების პროგრესს, გააანალიზონ მიღწეული შედეგები, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ტრენინგში ინვესტირების შესახებ და ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ წინსვლას.
შეგიძლიათ დაასახელოთ პროექტი, რომელიც თქვენი საქმიანობის ფილოსოფიას კარგად ასახავს?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა bp-თან. განსაკუთრებით გამორჩეული იყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოდან მედიის წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებაზე ვიმუშავეთ.
ამ ინიციატივის მიზანი მხოლოდ ინგლისური ენის გაუმჯობესება არ ყოფილა. ჩვენ ჟურნალისტებს დავეხმარეთ საერთაშორისო წყაროებთან ეფექტურად მუშაობაში, უცხოელ რესპონდენტებთან პროფესიული ინტერვიუების ჩატარებაში და გლობალური სტანდარტების შესაბამისი მასალების მომზადებაში.
შედეგად, მონაწილეებმა არა მხოლოდ ენობრივი ბარიერი დაძლიეს, არამედ გაიუმჯობესეს ის უნარებიც, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, უფრო თავდაჯერებულად იმუშაონ საერთაშორისო კონტექსტში. ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის საინფორმაციო გარემოს ხარისხზე.
ჩვენთვის ეს პროექტი არ ყოფილა უბრალოდ სასწავლო კურსი — ეს იყო ინვესტიცია მედიის პროფესიონალიზმისა და ქვეყნის მედიასივრცის განვითარებაში.
როგორ იწყება თანამშრომლობა?
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა შეავსონ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა. ამის შემდეგ, ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელი მოკლე დროში დაუკავშირდება კომპანიას, რათა დეტალურად განიხილონ ორგანიზაციის საჭიროებები და შეიმუშაონ ოპტიმალური სასწავლო მოდელი, რათა პირველივე კონტაქტიდან შექმნას პროფესიული, კომფორტული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.
რას ურჩევდით მენეჯერებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ გუნდის განვითარებაზე?
არ გადადოთ ეს გადაწყვეტილება — ინვესტიცია თანამშრომლების ინგლისურად კომუნიკაციის უნარებში პირდაპირ აისახება თქვენი კომპანიის პროდუქტიულობაზე, ეფექტურობასა და რეპუტაციაზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია და ერთად შევქმნათ კომპანიაზე მორგებული სასწავლო გეგმა, რომელიც რეალურად პასუხობს თქვენს საჭიროებებს.
[პარტნიორის კონტენტი]












