22
May
2016

სამ კითხვიანი ინტერვიუ მარკეტერის დასაქირავებლად

22 May 2016

HiringMarketers-Articleკარგი მარკეტერის დაქირავება, იმაზე რთულია, ვიდრე უნდა იყოს. სულ ერთია, თქვენ მარკეტინგის დირექტორი ხართ და გუნდის წევრს ეძებთ, თუ მარკეტინგულ სააგენტოს ქირაობთ კომპანიისთვის.

ჩემმა სამუშაო გამოცდილების წყალობით კლიენტი ორგანიზაციის მარკეტერობიდან სააგენტოს თანამშრომლამდე, უამრავი სახის ინტერვიუს მონაწილე გავხდი, იქნებოდა ეს სტრუქტურირებული და ფორმალური ინტერვიუ, თუ გაცილებით თავისუფალი სტილი; პრაქტიკულ გამოცდილებასა და პრობლემის გადაჭრაზე ფოკუსირებული ინტერვიუ თუ, სამუშაო მიდგომის და ინდივიდუალური ძლიერი მხარეების გამოსავლენი სტილი. ყველა ამ მიდგომის გათვალისწინებით კონკრეტულად მარკეტერებზე ფოკუსირებული გზის და კითხვების ფორმირებას შევეცადე.

ამ კითხვებით სულაც ვერ დაადგენთ კანდიდატის უნარებს, გამოცდილებას თუ სხვა კვალიფიკაციას. თუ ისეთი კადრის დაქირავება გსურთ, რომელსაც მოთხოვნის განვითარება უნდა ჩააბაროთ, მეტი აქცენტი მისი ამ მიმართულებით გამოცდილებაზე უნდა გადაიტანოთ (ზუსტად ისე, როგორც მარკეტინგის ნებისმიერ კონკრეტული მიმართულების შემთხვევაში, დაწყებული კრეატივიდან, ტრადიციული პროდუქტის მარკეტინგით დამთავრებული). დარწმუნდით, რომ ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი ან სააგენტო შეარჩიეთ, შემდეგ კი თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება ქვემოთ მოყვანილი გზით გაამყარეთ.

1. რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგში?

ჩემი №1 კითხვა სწორედ ესაა, რომელიც კანდიდატის სფეროს ცოდნის ხარისხის და მოცულობის დადგენაში მეხმარება. მარკეტერს უნდა შესწევდეს უნარი დაინახოს, რამდენად დინამიურ გარემოში გვიწევს მოქმედება და რამდენად შეუძლია ტრადიციული მარკეტინგული არხების მიღმა მყოფ გარემო ფაქტორებს ჩვენი მუშაობის განსაზღვრა. ამავდროულად, განსაკუთრებით ახალგაზრდა მარკეტერებისთვის, მათთვის ვინც შედარებით ახალ არხებზე არიან ორიენტირებული, ტრადიციული მარკეტინგული სტრატეგიების და ტაქტიკების ცოდნა მეტად მნიშვნელოვანია.

ამ კითხვებზე ისეთ პასუხებს ვეძებ, რაც დამანახებს, რომ კანდიდატი მისი სფეროს მიღმაც იყურება, ამყარებს კავშირებს და ტენდენციებსაც კარგად გრძნობს. ხშირად ისეთ პასუხებს ვიღებ, რომლებიც ტაქტიკურ აღსრულებაზე არიან ფოკუსირებული და გაცილებით ფართო სტრატეგიებს და ბიზნესის მიზნებს არ ითვალისწინებენ. ახალგაზრდა მარკეტერები მეტად თავისუფლები არიან, თუმცა შესრულების შედეგებთან დაკავშირება ყველა მარკეტერს უნდა შეეძლოს.

2. როგორ უმკლავდებით მარცხს?

მარცხზე საუბრის უამრავი გზა არსებობს. მათგან ისეთს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც კონკრეტული მარცხის სპეციფიკაზე გრძელ და დეტალურ განხილვას აგვარიდებს თავიდან. დღევანდელი „სწრაფი მარცხის“ მოდელის მიხედვით, მარცხი ჩვეული და მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი მოვლენაა. ამ კითხვით მნიშვნელოვან მარცხზე კანდიდატის პასუხს და მის გამოცდილებას ვიგებ.
ჩემთვის მარცხი ზრდის შესაძლებლობაა. მარცხს პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეების ჩვენება შეუძლია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მარცხს ჩვენი საქმიანობის რეგულარულ შედეგად აღიქვამენ. მარცხზე საუბარი ემოციური სიმწიფის გაგებასაც აადვილებს. ადამიანების მიერ საკუთარი ემოციების და ჩვენს საქმიანობაში მათი როლის შესახებ საუბარის ან არ საუბრის სტილი ბევრის მთქმელია.

3. საკითხის ორივე მხარის დაცვა

ყველა მარკეტერს უნდა შეეძლოს რეალურ დროში ფიქრი და კონკრეტულ საკითხზე კონცეტრირება. მარკეტინგი თქვენი პროდუქტის ან სერვისის მნიშვნელობაში სხვის დარწმუნებას გულისხმობს. ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრების დაცვის უნარი კონკრეტული საკითხის ყველა მხარის დანახვის უნარის დემონსტრირებაში დაგვეხმარება.

გამოცდილ მარკეტერებს კითხვას მეტად პრაქტიკული კუთხით ვსვამ. ვირჩევ მათთვის ნაცნობ კონკრეტულ სოციალურ საკითხს (მაგალითისთვის, გაზიანი წყლების აპარატები სკოლებში) და მისი მხარდამჭერი მარკეტინგული კამპანიის სწრაფი მონახაზის შექმნას ვთხოვ. როგორც კი მათგან პასუხს მივიღებ (ამ დავალებაზე ხუთ წუთზე მეტი არ უნდა დახარჯონ), ამ კონკრეტული მიდგომის საპირისპირო კამპანიის დაგეგმვას ვთხოვ. ის, თუ კანდიდატი რამდენად ეფექტურად დაიცავს ორივე პოზიციას და როგორ დააფიქსირებს თავის მოსაზრებებს, ნამდვილად ასახავს მარკეტერის აზროვნების მიმართულებას.

კარგი კანდიდატის შერჩევა ნამდვილად რთული საქმეა, მაგრამ ყველა მათგანზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად გაწეული ძალისხმევა მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.

წყარო: American Marketing Association

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



განხილვა