in

„ინტრიგა“ Wilson-ში — სპეციალურად ქალებისთვის ბრენდმა სპორტული ფეხსაცმელი შექმნა

ჩოგბურთელი ქალებისთვის სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი რომ შეექმნათ, ჯერ სიღრმისეული კვლევა ჩაატარეს, ქალის ფეხის ფორმასა თუ სხვა მახასიათებლებზე გაიგეს საჭირო ინფორმაციები, შემდეგ კი ჩოგბურთის ვარსკვლავ მარტა კოსტიუკთან დაიწყეს თანამშრომლობა. შედეგად, Wilson Sporting Goods-მა შექმნა ფეხსაცმელი სწრაფი რეაგირებისთვის, კომფორტისა და ინტენსიური თამაშისთვის და იგი Intrigue-ის სახელით გააცნო ქალებს. თუმცა სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ არც ვიზუალზე ზრუნვა დავიწყებიათ.

BOG
BOG

Wilson-თან მუშაობისას მიზნად დავისახე ისეთი ფეხსაცმლის შექმნა, რომელიც ქალ სპორტსმენებს უფრო სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემდა მოდურ ესთეტიკურ მხარესთან ერთად — Intrigue კი სრულად პასუხობს ამ ხედვას, — ამბობს კოსტიუკი.

Intrigue სამ ტექნოლოგიას აერთიანებს: UltraShield, რათა ფეხმა კარგად ისუნთქოს და ინტენსიური თამაშის მოთხოვნებსაც უპასუხოს, FootFrame, რათა ფეხის მრავალ ფორმას მოერგოს და SwiftStep, რათა თამაში მეტად კომფორტული გახდეს.

რადგან ქალის ტერფი განსხვავებულია, ფეხსაცმელი სპეციალურად მათთვის შევქმენით, გვინდა, ვუზრუნველყოთ, რომ თავი კომფორტულად, დაცულად და თავდაჯერებულად იგრძნონ კორტზე… ქალი ჩოგბურთელების გაძლიერება გვსურს, ამიტომაც ინოვაციების ერთგული ვრჩებით, — აცხადებენ Wilson-ში.

Intrigue ოფიციალურად გაყიდვაში 11 თებერვალს ჩაეშვება და მის ყიდვას Wilson-ის ვებგვერდზე შეძლებთ. ხელმისაწვდომი სამი ვერსია იქნება: the Tour ($158), Pro ($138) და Lite ($98).

რა უნდა გავაკეთოთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად

არტი, როგორც პროტესტი და ხელოვნებით გამოხატული აქტივიზმი