13
სექ
2018

Nokia 6.1 Plus – ბრენდის ახალი „სმარტფონი“

13 სექ 2018

veon
veon


სანამ, მთელი მსოფლიო Apple-ის გრანდიოზულ პრეზენტაციაზე და ბრენდის ახალ პროდუქტებზე ლაპარაკობს, Nokia მომხმარებლებს ახალ „სმარტფონს“, 6.1 Plus აცნობს. ​თუ საკომუნიკაციო კამპანიით ვიმსჯელებთ, ამ მოდელის შემთხვევაში, ძირითადი აქცენტი კამერაზე და მის ფართო შესაძლებლობებზე გაკეთდა. სარკის ეფექტით გადაღებული „სელფის“, სახალისო ფილტრებითა და სხვა საშუალებებით, კომპანია, მომხმარებელს ურჩევს, „საკუთარი ისტორია მოყვეს“.

 

ახალ მოდელს 5.8 დიუმიანი ე.წ. თაჩ სქრინი და ოპერაციული სისტემა Android One აქვს. „სმარტფონის“ კორპუსის 81% ეკრანს უკავია. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, იმერსიული ლინზა, პარამეტრით 19:9, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საყვარელ შოუებსა და თამაშებს კიდევ უფრო უკეთესი ხარისხით უყუროს.

განხილვა