in

„რა მოხდება, თუ გვერდით მჯდომს ვაკოცებ?“ — ინტრუზიული ფიქრები და გზები მასთან გასამკლავებლად

M2
M2

წარმოიდგინეთ, შუა შეხვედრისას საიდანღაც თქვენს თავში უცნაური, სრულიად აუხსნელი აზრი იბადება, ისეთი, როგორიცაა: რა მოხდება, თუ გვერდით მჯდომს ვაკოცებ? — ეს ინტრუზიული ფიქრია, უჩვეულო, მაგრამ სრულიად ნორმალური. ადამიანური გამოცდილების ნაწილია, არც საზიანოა, მაგრამ ხშირად უხერხულობას გვიქმნის და კითხვას გვიჩენს, თუ რატომ ხდება ასე.

სინამდვილეში ინტრუზიული აზრები თქვენს პერსონაჟზე მეტად, ტვინის უცნაურობას ავლენს. მათი გამოვლინება ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური ფაქტორების კომბინირებით ხდება. კვლევები გარკვეული ნეიროტრანსმიტერების, მათ შორის GABA-ს დეფიციტზე საუბრობენ, რამაც შეიძლება ტვინს არასასურველი აზრების ჩახშობაში შეუშალოს ხელი.

მათივე თქმით, შფოთვითი დარღვევების მქონე ადამიანებში ინტრუზიული ფიქრები ხშირად ჩნდება. ამას კი უკვე მკვლევრები ინდივიდებში აღქმული საფრთხეების მიმართ მომატებულ მგრძნობელობასა და ნეგატიური ფიქრებისკენ მიდრეკილებას მიაწერენ. ამ უკანასკნელმა არასასურველი ინტრუზიული ფიქრების სიხშირე და ინტენსივობა შეიძლება გააძლიეროს, რაც ხაზს უსვამს კოგნიტიური პროცესების როლს მის არსებობაში…

ასეა თუ ისე, მეცნიერები ინტრუზიული ფიქრის სამ ტიპს გვაცნობენ:

ობსესიური ინტრუზიული ფიქრები — ზოგადი ინტრუზიული ფიქრებისგან განსხვავებით, ამას გადაუდებლობის შეგრძნება, ნეიტრალიზებისა თუ ჩახშობის აუცილებლობის გრძნობა ახლავს თან, მაგალითად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის არმქონე ადამიანმა შეიძლება უბრალოდ წარმოიდგინოს ცუდი სცენარი და მალევე უგულებელყოს იგი, როცა ამ დიაგნოზის მქონე პირი ობსესიურად ფიქრობს ერთსა და იმავეზე, ეშინია შედეგების და განმეორებით ქმედებებს მიმართავს, რათა შფოთვა შეიმსუბუქოს. 

მუდმივი ბნელი ინტრუზიული ფიქრები — ეს ობსესიური ინტრუზიული ფიქრების კიდევ ერთ ტიპს ასახავს, რომელსაც განმეორებითობა, ყურადღების გადატანა და გრაფიკული მენტალური გამოსახულებები ახასიათებს, როგორიცაა ძალადობისა და ზიანის შიში. ზოგადი ინტრუზიული ფიქრებისგან იმით განსხვავდება, რომ მუდმივია, შფოთვის მაღალ დონეს იწვევს და კომპულსიურ ქცევებს უკავშირდება, რათა თავიდან აირიდონ აღქმული საფრთხეები.

ადამიანი, რომელიც მუდმივად განიცდის ბნელ, ინტრუზიულ ფიქრებს, შესაძლოა, მენტალურ რიტუალებში ჩაერთოს ან თავიდან არიდების ქმედებებს მიმართოს, რათა გაუმკლავდეს ამ ფიქრებით გამოწვეულ შიშებს. მაგალითისთვის, როცა ინტრუზიული ფიქრი საყვარელი ადამიანისთვის ზიანის მიყენებას ეხება, ამის თავიდან ასარიდებლად, ინდივიდმა, შესაძლოა, უკიდურეს ზომებს მიმართოს და ეცადოს, არასდროს დარჩეს მასთან ერთად მარტო. 

სექსუალური ხასიათის ინტრუზიული ფიქრები — ეს უკვე შფოთვას, სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნებებს უკავშირდება. ტვინის მიერ შიშისა და ყურადღების ქსელების ჰიპერაქტივაციას შეუძლია გააძლიეროს ეს აზრები, რითაც სტრესის წყარო ხდება. ზოგიერთი მსგავსი ფიქრი სოციალურად ნაკლებად მისაღებ თემებსაც შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის ძალადობრივ სექსუალურ აქტსაც ასახელებენ…

როგორ გავუმკლავდეთ ინტრუზიულ ფიქრებს?

1. დაარქვით ამ აზრებს ინტრუზიული ფიქრები.

2. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს ფიქრები ავტომატურია და თქვენზე არ არის დამოკიდებული. 

3. მიიღეთ და ნება მიეცით ამ აზრებს იარსებოს თქვენს გონებაში. არ ეცადოთ მათი თავიდან ამოგდება.

4. მიჰყევით დინებას და მიეცით დრო, რათა თავისით გაიაროს.

5. გახსოვდეთ, რომ ნაკლები უკეთესია. შეჩერდით, საკუთარ თავს დრო მიეცით და არ იჩქაროთ. 

6. მიიღეთ ის აზრი, რომ მსგავსი ფიქრები, შესაძლოა, კიდევ დაბრუნდეს.

7. გააგრძელეთ ჩვეულებრივ იმის კეთება, რასაც ინტრუზიული ფიქრების გამოვლენამდე აკეთებდით.

Innovation Georgia – Series of 5 events with focus on Startups and a side focus on every main event

Social off Socials – Heineken სოციალიზაციის ახალ გზას გვიჩვენებს