სოციალური რეკლამის გაკეთება ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია. ჩვეულებრივი ადამიანები პრობლემებს უფრო კარგად გრძნობენ ვიდრე ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე არიან ორიენტირებულები.
33 წლის სანკტ-პეტერბურგელ დიმიტრი კოვალევსკი ერთ-ერთია, ვინც სოციალური რეკლამის გაკეთება თავის თავზე აიღო. მისი ყურადღება პარკირებამ მიიქცია. ბევრი მძღოლი “ინვალიდის” ადგილს ითვისებს, რის გამოც “ინვალიდებს” პარკირებასთან პრობლემები ექმნებათ.
“შევამჩნიე, რომ სავაჭრო ცენტრის წინ “ინვალიდის” ადგილს ისინი ითვისებენ, ვისაც გადაადგილების პრობლემა არა აქვთ და ვისაც ეს ადგილი რეალურად ესაჭიროება, მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ რჩებათ.
გადავწყვიტე ფლაერები დამებეჭდა. მეგობრებთან ერთად ფლაერები იმ ავტომობილის მინებზე დავტოვეთ, რომელიც “ინვალიდის” ადგილს იკავებდა.”