in

ინვესტირება იქ, სადაც გამარჯვების ნაკლები შანსია

ბევრს სწამს, რომ იმ ადამიანმა თუ კომპანიამ, რომელიც დღეს უფრო წარმატებულია, მანამდე რაღაც სწორად გააკეთა და ამიტომ, იმსახურებს ჯილდოსა თუ ყურადღებას… მაგალითად კომპანია, რომელიც თავიდანვე აღწევს წარმატებას, ნიჭიერ თანამშრომლებს უფრო მეტად იზიდავს, უფრო მარტივად იპყრობს მომხმარებელთა ყურადღებას არსებულ პროდუქტებზე და იღებს ისეთ შესაძლებლობებსა თუ კაპიტალს, რომლებზეც სხვებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. 

თუმცა კვლევა ცხადყოფს, რომ ეს თავდაპირველი წარმატება შესრულების უნარის საუკეთესო მანიშნებელი არ არის. მეტად სავარაუდოა, რომ კომპანიების სუპერ შესაძლებლობების ნაცვლად, ეს მომხმარებელთა და ინვესტორთა პასუხი იყოს თავდაპირველ წარმატებაზე. დასკვნა კი ის არის, რომ წარმატების დინამიკამ უნდა გვაიძულოს ყველა, მომხმარებელი, ინვესტორი თუ მედია, სკეპტიკურად განვეწყოთ ყველაზე ექსტრემალური სიტუაციებისთვის, მაშინაც კი, როცა შინაგანი გრძნობა სხვა რამეს გვკარნახობს — თუ რაღაც ძალიან კარგი გეჩვენებათ იმისათვის, რომ სიმართლე იყოს, ესე იგი ასეც არის… 

ეს დასკვნა კი საინტერესო შესაძლებლობას გვაჩვენებს: ბაზრის წარუმატებელი მოთამაშეების გადალახული მარცხი, უფრო მეტად მათი ცუდი ბედის შედეგია, ვიდრე უნარებისა თუ რესურსების ნაკლებობის. სწორედ ამიტომ, მათ შეუძლიათ, დაუფასებელი საინვესტიციო შესაძლებლობები წარმოადგინონ. ხოლო თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ეს რეალურად და რა გავლენა აქვს იღბალს ამ საკითხში, კანადელი ჰოკეის პროფესიონალი მოთამაშეების მაგალითი განვიხილოთ. 

როგორც აღმოჩნდა, მოთამაშეების სულ მცირე 40% იანვარსა და მარტს შორის იყო დაბადებული, უფრო ნაკლები ოქტომბერსა და დეკემბერს შორის, ამას კი წესით ვარსკვლავის წოდებასთან საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს. თქვენ რომ მწვრთნელი იყოთ, გუნდში ვის აიყვანდით? რას მიაქცევდით ყურადღებას? ალბათ, ფიზიკურ შესაძლებლობებს განიხილავდით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კანადაში ყურადღებას დაბადების თარიღს აქცევდნენ. მაგალითად, დეკემბერში რომ დაბადებულიყავით და თამაშის კარგი ნიჭიც გქონოდათ, ჰოკეის პროფესიონალ მოთამაშედ გახდომის შანსები თქვენთვის მაინც მცირე იქნებოდა. 

მკვლევრები კი დაინტერესდნენ, რა მოხდებოდა თუ იღბლიანსა და უიღბლო ნიჭიერ მოთამაშეს მოედანზე ერთად გაუშვებდნენ — უიღბლოებმა მეტი ქულა მიიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსგავსი კონკურენცია ხშირად ყინულზე საუკეთესოსაც გვაჩვენებს… 

რა გაკვეთილის სწავლა შეიძლება ამ მაგალითიდან? ჰოკეიში წარმატების ფაქტორი ბიზნესში იღბალთან დაკავშირებულ პრივილეგიებს შეიძლება შევადაროთ, იქნება ეს გენდერი, რასა თუ დაბადების ადგილი, ანუ ისეთი ფაქტორები, რომლებიც ჩვენი კონტროლის მიღმა რჩება, თუმცა დიდი გავლენა აქვს შესაძლებლობებზე, კარიერის განვითარებაზე, გამომუშავების პოტენციალსა თუ სხვა. მიუხედავად ამისა, რთულია, იღბლიანი და უკვე წარმატებული ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ ამ ყველაფერს ბედი განსაზღვრავს. მაგრამ მათი გამძლეობა ქმნის შესაძლებლობას მათთვის, ვინც არა მხოლოდ ხედავს წარმატების მიკერძოებას, არამედ წინააღმდეგობასაც უწევს მას. Backstage Capital-ის მაგალითი რომ განვიხილოთ, ისინი ინვესტიციებს ახორციელებდნენ კომპანიებში, რომლებსაც ნაკლებად წარმოდგენილი დამფუძნებლები ჰყავდათ და მსგავსად, უფრო სიღრმეში არსებულ სარგებელსაც იღებდნენ — სარისკო კაპიტალის ყველა გარიგების 10%-ზე ნაკლები ქალებზე, ფერადკანიანებსა და ლგბტ დამფუძნებლებზე მიდის. მართალია, ზოგადად, კონკრეტული ჯგუფების იდეებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ, თუმცა რეალურად ეს მეტად სიცოცხლისუნარიანი და მომგებიანი შეიძლება იყოს. გასაკვირი კი მხოლოდ ის არის, რომ Backstage Capital-ს ამ კუთხით ბევრი კონკურენტი არ ჰყავს.

ხოლო სამხრეთ კორეაში ადვოკატთა გამოცდებს ძირითადად ქალები აბარებენ, რის გამოც აპლიკანტებს მხოლოდ ქულის გამო არ ირჩევენ და ძირითადად მაინც კაცებს ასაქმებენ, რომლებიც, თავის მხრივ, ვერ ხედავენ თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს ქალმა წარმატებას…

როგორც ჰოკეის მაგალითში, მათ, ვისაც სამყაროს განსხვავებულად დანახვა სურს, ადვილად მოიპოვებს იმ ძვირფას ქვებს, რომლებიც უმრავლესობისთვის შეუმჩნეველი რჩება. ამას კვლევაც ცხადყოფს — კომპანიები, რომლებიც უფრო მეტ ქალს ასაქმებს, უფრო წარმატებულიცაა. გამოდის, რაც უფრო მეტია უსამართლოდ ჩამოყალიბებული იღბლის ფაქტორები, უფრო მეტი ძვირფასი ქვა იმალება.

ფარული ძვირფასი ქვების ძიების ლოგიკა კი სქესით, რასითა თუ სექსუალური ორიენტირებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. Ultranauts ამის საილუსტრაციოდ იდეალურ მაგალითს გვთავაზობს, იგი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კომპანიაა, რომელიც ნეირომრავალფეროვნების ძალას იყენებს. ინდუსტრიაში მოღვაწე ბევრი დაწესებულება თუ კანდიდატებს სამსახურის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით განიხილავს, Ultranauts-მა გააცნობიერა, რომ ეს შეფასების სისტემა არც ისე წარმატებული იყო, განსაკუთრებით კი აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის. 

ამ სისტემის ირგვლივ რეალური სოციალური გამოწვევა არსებობს, რომელიც განსხვავებულობის გამო ადამიანთა დასჯას აგრძელებს, — აცხადებს რაჯეშ ანანდანი, Ultranauts-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

თუ სხვები აუტიზმის დიაგნოზს, როგორც ნაკლს, ისე განიხილავდნენ, Ultranauts მას შესაძლებლობად ხედავს, გუნდებს აყალიბებს და აუტიზმის მქონე ადამიანთა ისეთ ძლიერ მხარეებს ეყრდნობა, როგორებიცაა, ნიმუშის ამოცნობა, მეხსიერება, მათემატიკა და სამეწარმეო აზროვნება. თუმცა აქ მცირე ჯგუფები არ იგულისხმება, კომპანიის 75%-ს აუტიზმის სპექტრი აქვს და ინდუსტრიაში მოწინავე ადგილსაც იკავებს. 

გამოდის, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ბიზნესები უბრალო მიკერძოებასა და იღბალს მიჰყვნენ, უნდა გაუფრთხილდნენ უფრო წარმატებულებს და სიღრმეებში ფარული ძვირფასი ქვებიც ეძებონ.

წყარო: HBR



“Tomorrow Begins Today” — ახალი სამოტივაციო კამპანია ფინანსური კრიზისის დასაძლევად

Glovo გეგმავს, რომ პარტნიორები ელ-კომერციის მიმართულებით გააძლიეროს