10
Jul
2019

ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმი ტარდება

10 Jul 2019

11 ივლისს, ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია სამი სესიასადაც ენერგეტიკისინფრასტრუქტურისტრანსპორტის, ტურიზმისსოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ

ფორუმში მონაწილეობენ: საქართველოს, უკრაინის,სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

„ის ფაქტი, რომ ფორუმზე დარეგისტრირდა 400 – ზე მეტი მონაწილე და მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები,  კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას როგორც საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით, ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების კუთხით“ – ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მისივე თქმით, ფორუმი კარგი საშუალებაა, რომ საერთაშორისო ინვესტორები გაეცნონ  კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას. დარწმუნებული ვართ, რომ ფორუმი საქართველოში როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“.

განხილვა