in ,

“სიღარიბის უხილავობა” – UNICEF-ის ეფექტური კამპანია

თუ ვერ ხედავ, ნიშნავს ეს მის არ არსებობას? ამ კითხვის ირგვლივ შეიქმნა UNICEF-ის ჩინეთის 2008 წლის კამპანია, რომელიც “სიღარიბის უხილავობის” შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ორგანიზატორებმა ხალხისათვის იდეის მისაწოდებლად ეფექტურ გზას მიმართეს – პეკინის ქუჩებში უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვები გარემოს იდენტურად მოათავსეს, თითქოს სრულიად ჩაკარგული არიან მასში და რთულია ადამიანების კედლისგან გარჩევა.

შესაძლოა სეირნობდე და უბრალოდ ვერც კი შეამჩნიო ეს “გზავნილი”, საუბარში გართული სადღაც სწრაფი ან ნელი ნაბიჯებით მიდიოდე და ვერ გრძნობდე ირგვლივ არსებულ გარემოს. თუმცა ამისგან თავის ასაცილებლად, ყველა მსგავს ნამუშევარს თან ერთვის ჩინური სიმბოლოები: “ნუ დამაიგნორებ”… წარწერის ნახვის შემდეგ კი, ალბათ, იწყებ ძიებას, რა ითხოვს შენს ყურადღებას.

აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოების მეშვეობით, უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად, UNICEF-მა დაახლოებით 30 000 აშშ დოლარის შეგროვება შეძლო, თანაც მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში. ახლა კი, თითქმის 13 წლის შემდეგ ადამიანებმა კვლავ დაიწყეს აღნიშნული ფოტოების ინტერნეტ სივრცეში აქტიური განთავსება – ახლა ხომ კვლავ ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის თანაგრძნობა და მხარდაჭერა.

LEGO-ს ახალი კოლექცია – ასაწყობი უჭკნობი მცენარეები

“SHAKHTA” – დავით ბროდსკის პერფორმატიული ინსტალაცია