ქვითარს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, არანაირი მატერიალური პროდუქტი არ ახლავს. თუმცა ვიღაც შეშლილმა, ვისაც ფულის უბრალოდ განიავება მოუნდა, მასში დაახლოებით 1.2 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. უფრო კონკრეტულად, ამ შენაძენით მყიდველმა ხელოვნების უხილვი ნიმუშის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი მიიღო.
ამბავი ისეთივე უცნაურია, როგორც თავად შენაძენი. საბუთი ფრანგმა ხელოვანმა, ივ კლაინმა დაამზადა. ეს უკანასკნელი პროექტ The Void-ის ნაწილი იყო. აქ მთავარ როლს სიცარიელე ასრულებდა — მან გალერეის სივრციდან მოაშორა ყველაფერი გარდა ერთი დიდი კარადისა, რომელიც მკრთალად შეღება თეთრად. მას შემდეგ, რაც გამოფენამ ათასობით მნახველი მიიზიდა, კლაინმა კიდევ ერთ კრეატიულ იდეაზე დაიწყო მუშაობა. არტისტმა ხელოვნების უხილავი ნამუშევრების სერია გაყიდა — მათი ერთადერთი თვალსაჩინო პროდუქტი ქვითარი იყო.
მყიდველებს ორი არჩევანი ჰქონდათ: შეენარჩუნებინათ ქვითრები ან დათანხმებულიყვნენ ქაღალდის დაწვაზე. თუ ისინი პირველ ვარიანტს აირჩევდნენ, უხილავი ნამუშევრების საბოლოო მფლობელები გახდებოდნენ. შესაძლოა, ეს კონცეფცია ნაცნობად ჟღერდეს… გარკვეულწილად, NFT-იც ასე მუშაობს — მომხმარებლები იღებენ არა ფიზიკურ პროდუქტს, არამედ ჩანაწერს ბლოკჩეინზე, რომელიც საკუთრებას ადასტურებს.
ახლა კი ყველაზე ადრეულ NFT-ად მიჩნეული ნამუშევარი Sotheby’s-ის აუქციონზე $1 151 467-ად გაიყიდა.