21
Nov
2018

“უჩინარი მკვლელი” – ბრუს ლის ნამუშევრები

21 Nov 2018

გარემოს დაბინძურება სულ უფრო დიდი პრობლემაა. დანაგვიანებაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა პლანეტა მაინც დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ამ პრობლემის შესახებ, ცნობადობის ამაღლების მიზნით, გრაფიკულმა დიზაინერმა ნინი ლაზარაშვილმა, იგივე ბრუს ლიმ, პოსტერების სერია შექმნა:

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ბრუს ლი: “არ ვიცი, რატომ არავინ ყვირის ამაზე, მაგრამ ძალიან ტრაგიკულად არის სიტუაცია. აი, მაგალითად, კოკა-კოლა 1 ადგილზეა პლასტმასის ნაგვის წარმოებაში.
ჰოდა, ცოტა ცინიკურად მეფიქრება ხოლმე, მსოფლიო ბიუჯეტის 70% სამხედრო ინვენტარზე იხარჯება ყოველწლიურად და 2050 წელს, როცა უკვე აბსოლუტურად მთელ პლანეტაზე ნაგავი იქნება, ფორმებს არ განაახლებენ? ცოტა ხანში, იმდენი ნაგავი იქნება ბუნებაში, რომ თვალისთვის ჩვეულებრივი გახდება. მთელი ეს კამპანია ემსახურება ცნობადობის გაზრდას, რომ ტყუილად ვმრავლდებით ცოტახანში, ასე თუ გაგრძელდა, აპოკალიფსი და ზომბები კი არა, ნაგავი ამოგვჟლეტს.”

 

განხილვა