„Involutions“ — ეს არის მეტაფორული მოგზაურობა ახალგაზრდა ხელოვანის, ალექსანდრა პავლოვსკა-ლოკშინის ექსპერიმენტულ მხატვრულ სამყაროში. გამოფენას 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით „გალერეა ვერე“ მასპინძლობს.
ექსპოზიცია ზედმიწევნით ასახავს არტისტის მრავალფეროვან ნიჭს, რომელიც მოიცავს როგორც გრაფიკისა და გრავირების, ისე სერიგრაფიის ექსპერიმენტული ბეჭდვის ტექნიკებს.
ალექსანდრა პავლოვსკაია-ლოკშინი მხატვარი და კინორეჟისორია, რომელიც ამჟამად ჰააგაში ხელოვნების სამეფო აკადემიაში სწავლობს და თავის შემოქმედებაში მულტიდისციპლინურ, ექსპერიმენტულ ხედვებს ავითარებს.
პროექტ Involutions-ის ფარგლებში, ავტორი გრაფიკისა და ბეჭდვის სხვადასხვა ტექნიკის მეშვეობით ქმნის განსხვავებული სამყაროს დამაინტრიგებელ გამოსახულებებს.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის მთლიანი კონცეფცია ეხმიანება ლუი-ფერდინანდ სელინის სიტყვებს: „მოგზაურობა სასარგებლოა, ის ავარჯიშებს ფანტაზიას. დანარჩენი ყველაფერი არის იმედგაცრუება და დაქანცულობა. ჩვენი მოგზაურობა სრულად წარმოსახვითია და სწორედ ესაა მისი ძალა“.
[R]