in

იოგა – ბალანსი სხეულსა და გონებას შორის

თანამედროვე ცხოვრების ტემპი სულ უფრო ჩქარდება, მჯდომარე წესი კი სულ უფრო მეტი ადამიანის ყოველდღიურობა ხდება. ამ ფონზე იზრდება მოთხოვნა ისეთ აქტივობებზე, რომლებიც არა მხოლოდ სხეულის გაძლიერებაში დაგვეხმარება, არამედ სტრესთან გამკლავებაშიც; გაგვიუმჯობესებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც. სწორედ ასეთი პრაქტიკაა იოგა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ ვარჯიშებს, სუნთქვით ტექნიკებსა და მედიტაციას. მისი სარგებლის მრავალმხრივობის გამო, ის თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ აქტივობად იქცა.

„რეფორმა“ – ფიტნესკლუბი თბილისში წარმოგიდგენთ სტატიას, სადაც გაგაცნობთ იოგის ძირითად კომპონენტებს და მათ სარგებელს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

რა არის იოგა და რატომ უნდა დაკავდეთ მისით?

იოგა ჰოლისტურ მიდგომას ეფუძნება და აერთიანებს სამ ძირითად კომპონენტს – სხეულის მოძრაობებს, ანუ ასანებს, სუნთქვით ტექნიკებსა, ანუ პრანაიამასა და მედიტაციას. ამ კომპონენტთა ერთობლიობის მეშვეობით, ის აუმჯობესებს როგორც ჩვენს ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას – გვეხმარება სხეულის გაძლიერებაში, მოქნილობის გაზრდაში, გონების დამშვიდებასა და შედეგად, ემოციური სტაბილურობის მიღწევაში.

მაინც რას გულისხმობს იოგის თითოეული კომპონენტი?

  • ასანები – სხეულის სპეციალური პოზებია, რომელთა მიზანია კუნთების ტონუსში მოყვანა, ასევე, მოქნილობისა და სხეულის ბალანსის გაუმჯობესება. მათი მეშვეობით მუშავდება როგორც ზედაპირული, ისე ღრმა კუნთები, რაც უმნიშვნელოვანესია მთლიანი სხეულის გაძლიერებისა და სწორად განვითარებისთვის.
  • სუნთქვითი ტექნიკები – იოგის ვარჯიშების დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია სუნთქვითი ტექნიკები – პრანაიამა. მისი მიზანი ასანების შესრულების პარალელურად ან მედიტაციურ მდგომარეობაში სუნთქვის სიხშირის, სიღრმისა და რიტმის რეგულირებაა. პრანაიამას პრაქტიკა მოვარჯიშეს ეხმარება სხეულსა და გონებას შორის კავშირის დამყარებასა და ემოციური რეაქციების უკეთ მართვაში.
  • მედიტაცია – მედიტაციის დროს ყურადღების მიმართვა ხდება სუნთქვაზე, სხეულის შეგრძნებებზე ან კონკრეტულ ობიექტზე, რაც ხელს უწყობს აზრების ნაკადის შენელებას და გონების დამშვიდებას. მისი რეგულარულად შესრულების დროს უმჯობესდება კონცენტრაციის უნარი, მოვარჯიშე სწავლობს უკონტროლო აზრების მართვას და ხდება ემოციურად სტაბილური.

თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას – სად შეძლებთ იოგის გაკვეთილებზე დასწრებას?

ფიტნესკლუბი „რეფორმა“ მოვარჯიშეებს მრავალფეროვან ჯგუფურ გაკვეთილებს სთავაზობს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი იოგის სესიებია. სწორად ამიტომ, კლუბი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ მიმართულებას და ცდილობს ის ხელმისაწვდომი გახადოს მისი ყველა წევრისთვის.

იოგის გაკვეთილები ტარდება „რეფორმის“ ყველა ფილიალში, რაც მოვარჯიშეებს შესაძლებლობას აძლევს აირჩიონ მათთვის მოსახერხებელი ლოკაცია. რაც მთავარია, სესიებს უძღვებიან გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც ითვალისწინებენ თითოეული მოვარჯიშის ფიზიკურ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. დამწყები მოვარჯიშეებისთვის ირჩევა შედარებით მარტივი მოძრაობები, რაც გამოცდილების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. ასეთი მიდგომა ამცირებს ტრავმების რისკს და ვარჯიშს უსაფრთხოსა და კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.

დაიწყეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი „რეფორმასთან“ ერთად და იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. გაეცანით იოგის გაკვეთილების განრიგს და დაჯავშნეთ სესია წინასწარ.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ მუშაობს LinkedIn-ის AI-პლატფორმა Crosscheck

AI-ით პერსონალიზებული ფიდები: X-ის ახალი ფუნქცია