in

IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ადამიანი ობობას ახალ ფილმში შედგა

კამპანია Hyundai Motor-ის გლობალურ მრავალსურათიან სარეკლამო პარტნიორობას ეფუძნება

17 დეკემბერს ახალი ადამიანი ობობას პრემიერა შედგა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამაზე მეტყველებს როგორც ნახვების სტატისტიკა, ისე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ამ ფილმთან დაკავშირებული სიახლეები თუ ფოტოები. თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა Hyundai Motor Company-სა და Sony Pictures Entertainment-ის მიერ შემუშავებული მარკეტინგული კამპანია, რომელიც გლობალურ სატელევიზიო რეკლამასა და სხვადასხვა ციფრულ აქტივობას მოიცავს. 

კამპანია Hyundai Motor-ის გლობალურ მრავალსურათიან სარეკლამო პარტნიორობას ეფუძნება, რომელიც 2020 წლის მაისში სონი ფიქჩერთან გაფორმდა. იგი განკუთვნილია იმისათვის, რომ პროდუქტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით, ადამიანზე ორიენტირებული მობილობის კონცეფცია წარმოაჩინოს. 

“სრულიად ელექტრო IONIQ 5-ისა და უახლესი TUCSON-ის ადამიანი ობობას მესამე ფილმში გამოჩენა, ამ ორი კომპანიის სტრატეგიული პარტნიორობის პირველ მნიშვნელოვან ეტაპზე მიანიშნებს. ჩვენ დიდ მარკეტინგულ ეფექტს ველით ამ თანამშრომლობისგან. ეს ამაღელვებელი ფილმი და ორი ავტომობილის სიუჟეტის მთავარ მომენტებში ჩართვა მილიონობით მაყურებლის გონებას მიიპყრობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, — ამბობს თომას შემერი, კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. 

როგორც სონი ფიქჩერის ლოკაციაზე დაფუძნებული გასართობი განყოფილების ხელმძღვანელი, ჯეფრი გოდსიკი აღნიშნავს, ჰიუნდაი უახლესი ტექნოლოგიის, ინოვაციური დიზაინისა და მაღალტექნოლოგიურობის სინონიმია, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მან უახლესი მარკეტინგული კამპანია წარადგინა IONIQ 5-ისთვის — ექსკლუზიურად Spider-Man: No Way Home-ისთვის შექმნილ პერსონალიზებულ კონტენტზე დაყრდნობით. ეჭვი არ გვეპარება, რომ სპაიდერმენის თაყვანისმცემლები ამ ინოვაციური თანამშრომლობით დიდ სიამოვნებას მიიღებენ”.

საგულისხმოა, რომ პროდუქტის განთავსების სქემის გარდა, Hyundai Motor-მა სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაც განახორციელა, თავისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გამოყენებით, რომელიც სპაიდერმენის უახლეს ფილმს უკავშირდება. მათ შორისაა “Only Way Home” სარეკლამო რგოლი. 

ამ სატელევიზიო რგოლში ადამიანი ობობა ცდილობს, საკუთარი სახელი გაარკვიოს და ნედთან ერთად 300 მილის მანძილზე მოგზაურობას სრულიად ელექტრო IONIQ 5-ით იწყებს. ფუტურისტული ვიზუალის მქონე მანქანა ფილმის მთავარ გმირს ნამდვილ მხსნელად ევლინება. 

“მოწინავე ტექნოლოგია ყველაფერ არაჩვეულებრივს შესაძლებელს ხდის. ამიტომაც, გვჯერა, რომ IONIQ 5 იდეალურად შეეფერება უახლეს ადამიანი-ობობას ფილმს. ჩვენი სარეკლამო პარტნიორობა Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროს გმირებთან ძალიან ეფექტური იყო და ვფიქრობთ, ფილმის გულშემატკივრები მეტ ინფორმაციას მიიღებენ რევოლუციური, სრულად ელექტრო SUV-ის შესახებ”, — აღნიშნავს ანგელა ზეპედა, Hyundai Motor America-ს მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი. 

გარდა ამისა, Hyundai Motor-მა 30-წამიანი ვიდეო შექმნა, რომელშიც უახლესი, თანამედროვე TUCSON-ია წარმოდგენილი. ამ სარეკლამო რგოლში ფილმის ძირითადი სცენებია მოცემული, მათ შორის აღნიშნული მანქანისა და ტომ ჰოლანდის მონაწილეობით. 

რეკლამების პარალელურად კომპანიამ სოციალურ მედიაში მოხმარებლებს სპეციალური გამოცემის პოსტერებისა და პერსონალიზებული ციფრული ფონები შესთავაზა. ამ პარტნიორობას ვხედავთ, როგორც შესაძლებლობას, გავაცოცხლოთ კონტენტი, რომელიც ორივე ბრენდს აღნიშნავს”, — განმარტავს ბარნი გოლდბერგი, INNOCEAN USA Creation-ის აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ექსტრაორდინარული ვიზუალით გამორჩეული IONIQ 5 ზუსტად ერგება ფილმის ხასიათს. ჰიუნდაის თანამშრომლობა მარველთან და მის პერსონაჟებთან საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. შესაბამისად, მაყურებელი ამჯერადაც ისიამოვნებს ამ ჰიუნდაისა და სონი ფიქჩერის თანამშრომლობის ნაყოფით. 

თანაც, ამ ფილმის შემდეგ კომპანია სხვადასხვა მარკეტინგულ ინიციატივას აწყობს, რომელიც მომავალ Uncharted და Spider-Man: Into the Spider-Verse ფილმებთანაა დაკავშირებული. პირველი მათგანის პრემიერა მიმდინარე წლის 22 თებერვალს იგეგმება, ხოლო მეორის — ოქტომბერში.

„პირდაპირ ფერმერებისგან“ – როგორ შეიქმნა ონლაინ აგრობაზარი Ebazaar.ge

მარსის მეტეორიტში წყლისა და კლდოვანი ქანების ურთიერთქმედება აღმოაჩინეს