in

Hyundai x Disney-ს მანქანაში „ფარულ მიკი მაუსებს“ შეხვდებით

Hyundai, Disney-სთან ერთად, ჯადოსნურ მოგზაურობას გვთავაზობს… IONIQ 5 Disney100 Platinum Edition, რომლის კონცეფციაც პირველად გასული წლის New York Auto Show-ზე გაგვაცნეს, ოფიციალურად ეშვება გაყიდვაში. თუმცა შეზღუდული რაოდენობით, რაშიც 1000 ერთეული იგულისხმება.

BOG
BOG

ალბათ, ყურადღების მიღმა არ დაგრჩენიათ 20-დიუმიანი ალუმინის დისკები, რომლებიც პერსონაჟის სილუეტს მომაგონებთ და ზუსტად ასე, მანქანის მრავალ ადგილზე ფარულ მიკის შეხვდებით… მას Gravity Gold Matte-ს უნიკალური ექსტერიერი აქვს, ინტერიერში კი მთავარი აქცენტი ყავისფერსა და ნაცრისფერზე კეთდება. ხოლო Disney100-ის ლოგოს წინა სკამების თავზე იხილავთ, ასევე ცენტრალურ კონსოლსა და ხალიჩებზე. 

IONIQ 5 Disney100 Platinum Edition-ის მანქანის წინა ეკრანზე სტარტაპის თემატური ანიმაციაა, რაც უზრუნველყოფს, რომ ყოველი მოგზაურობა ჯადოსნურად დაიწყოს. ჰიუნდაისთვის კი ეს თანამშრომლობა პირველია — დიზაინერებმა Walt Disney Imagineering-თან ერთად იმუშავეს, რათა შეექმნათ მანქანა, რომელიც დისნეის 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა. 

IONIQ 5 Disney100 Platinum Edition-ის ფასი 59 400$-ს შეადგენს. 

Samsung Galaxy S24 სერიის სმარტფონები ელიტ ელექტრონიქსში

დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე