28
Oct
2019

რა სჭირს iPhone-ის ელემენტს – iOS 13 და მომხმარებლების კითხვები Apple Support-ს

28 Oct 2019

Alta
Alta


iPhone-ის სისტემური განახლების iOS 13.1.3-ის გამოსვლის შემდეგ, Twitter-ზე უკმაყოფილო მომხმარებლების პოსტები არ წყდება. ამბობენ, რომ განახლების შემდეგ, iPhone-ის მოწყობილობების ელემენტის გამძლეობა საგრძნობლად შემცირდა. ეს არასასიამოვნო სიახლე ვრცელდება iPhone 6-დან, iPhone 11-ის ჩათვლით მოწყობილობებზე, რომლებმაც სისტემური განახლება მიიღეს. გარდა ამისა, მომხმარებლების თქმით, დამუხტვისას მოწყობილობა ძალიან ხურდება. თუ აქამდე iPhone-ის ელემენტი მთელი დღე ძლებდა, ახლა ის 2-3 საათში იცლება.

Apple-მა iOS 13 გასულ თვეს გამოუშვა. სისტემურ განახლებას თან სდევდა ფოტოს დამუშავებასთან, ჯანმრთელობის კონტროლთან თუ პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული, გაუმჯობესებული ფუნქციები. ჯერჯერობით, Apple, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა, მომხმარებლები მოწყობილობების ელემენტთან დაკავშირებულ ცვლილებას სწორედ სისტემურ განახლებას უკავშირებენ.

განხილვა