in

iOS 14.5 განახლება – ნიღბის ტარებისას Face ID-ის გამოყენება შეგეძლებათ

უამრავი ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს სრულ კომოფრტს უქმნის

veon
veon

Apple-ის iOS 14.5 და iPadOS 14.5 ახლა ეფლის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ასე რომ, უკვე შეგიძლიათ, განაახლოთ თქვენი მოწყობილობები და ახალი ფუნქციებით ისარგებლოთ, რომელთა შესახებაც სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ.

მოწყობილობის Face ID განბლოკვა Apple Watch-ის მეშვეობით

უკვე ერთ წელზე მეტია, ნიღბის გამუდმებით ტარებამ გაართულა Face ID-ის გამოყენება. თუმცა განახლების მეშვეობით, ეს დისკომფორტს აღარ შეგიქმნით – არ აქვს მნიშვნელობა, გიკეთიათ თუ არა ნიღაბი, მობილურის განბლოკვას მაინც შეძლებთ, თუ Apple Watch-ს ატარებთ. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა, თქვენი საათი watchOS 7.4-ით განაახლოთ, რომელიც დღეს გამოვიდა.

აღნიშნული ფუნქციის ჩართვა ძალიან მარტივია – თქვენი მოწყობილობის პარამეტრებში აირჩიეთ “Face ID”, შემდეგ – “Passcode”, ბოლოს კი, მონიშნეთ “Unlock with Apple Watch”.

აპლიკაციების მონიტორინგის გამჭვირვალობა

განახლების ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაწილი Apple-ის აპლიკაციების თვალყურის დევნების გამჭვირვალობის ფუნქციაა. ამისათვის საჭიროა, უბრალოდ პარამეტრებში მონიშნოთ, კონკრეტულად რომელი აპლიკაციის მონიტორინგი გსურთ. რა თქმა უნდა, ნებართვაში სასურველი ცვლილებების შეტანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

პოდკასტ აპლიკაციების გაუმჯობესება

ახალი პოდკასტების გამოწერების ფუნქცია მაისში ამოქმედდება, თანაც iOS 14.5-ს ამ კუთხით ბევრი სხვა განახლება აქვს. როგორც ჩანს, ძირითადი ყურადღება პოდსკასტის მოსმენის გამარტივებას დაეთმო – პოდკასტების გვერდის, ტოპ ჩარტებისა და პოპულარული კატეგორიების რედიზაინი ამას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ასევე, ეპიზოდების შენახვისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობას მიიღებთ, რაც ავტომატურად დაემატება თქვენს პირად ჩამონათვალს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, შეტყობინებების პარამეტრები სრულად თქვენზე მოირგოთ.

Apple News-ის ახალი ფუნქციები

აპლიკაციაში ახალი გამოყოფილი ჩანართი საშუალებას გაძლევთ, მარტივად მოძებნო არხები, თემები ან ისტორიები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ამასობაში, Apple News + ჩანართი აბონენტებს ჟურნალისა და გაზეთის ნომრების პოვნასა თუ მართვას უადვილებს.

ახალი “ემოჯი”

“აიფონისა” და “აიპადის” მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, 200-ზე მეტი ახალი ემოჯით დატკბნენ. მნიშვნელოვანია, რომ წყვილ ემოჯიებს ცალკეული კანის ტონალობების მხარდაჭერა აქვს.

Siri-ს განახლებები

შესაძლოა, ამდენი ხნის განმავლობაში Siri-ს ხმა უკვე მოგბეზრდათ… ასე რომ. შეგიძლიათ, ეს სტანდარტული ხმა ნებისმიერი სხვა მათგანით ჩაანაცვლოთ. ასევე, ირლანდიაში, იტალიასა და რუსეთში ფუნქციის განახლება ნეირონული ტექსტის ხმოვანად გარდაქმნას გულისხმობს.

ახალი Siri ინტელექტუალური ფუნქციის დახმარებით, ის თქვენთვის სასურველ მუსიკალურ აპლიკაციას მოერგება, როგორიცაა Spotify ან Pandora. განახლების შემდეგ, Siri გკითხავთ, რომელი აპლიკაციის გამოყენება გსურთ, როდესაც ასისტენტს სიმღერის ჩართვას სთხოვთ.

გარდა ამისა, Siri-ს  FaceTime მხარდაჭერა აქვს – ასე რომ, მარტივად შეგეძლებათ რამდენიმე ადამიანთან თანადროული ზარის განხორციელება. ასევე, ასისტენტი შემომავალ ზარებს გამცნობთ, AirPod-ის ან თავსებადი Beats ყურსასმენების საშუალებით.

და ბოლოს, ასისტენტი თქვენს ნაცვლადაც კი განახორციელებს სასწრაფო ზარს, როდესაც ეს თქვენ არ შეგიძლიათ.

სხვა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განახლებები

  • AirTag მხარდაჭერა
  • ინციდენტის შეტყობინება Apple Maps-ში
  • ელემენტის ხელახალი შეფასების ფუნქცია iPhone-სთვის
  • PS5/Xbox Series X კონტროლერის მხარდაჭერა
  • AirPlay 2 მხარდაჭერა ფიტნესისა და ვარჯიშისთვის
  • მუსიკალური აპლიკაციის განახლება – მათ შორის, ტექსტის გაზიარების ფუნქცია
  • ორი სიმ ბარათის მხარდაჭერა iPhone 12 მოდელებისთვის, 5G კავშირით
  • მონაცემთა რეჟიმის გაუმჯობესება მოწყობილობის ოპტიმიზაციისთვის
  • ხმის კონტროლი წვდომისთვის, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხმის გამოყენებით, სრული ნავიგაცია მიიღონ

როგორ უნდა მიიღოთ iOs 14.5 განახლება?

უბრალოდ გახსენით პარამეტრები, აირჩიეთ “General”, შემდეგ კი- “პროგრამული უზრუნველყოფის განახლება”. ესეც ასე, ყველაფერი მზადაა!

კომპანია „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით და FINANCIAL-ის ორგანიზებით, თბილისში CSR Forum გაიმართა

გავრცელებული მითები ვარჯიშის შესახებ