in

iOS 15-ის ოფიციალური ვერსია უკვე ხელმისაწვდომია!

განახლების ყველაზე დიდ ცვლილებას ფოკუსირების რეჟიმი წარმოადგენს

veon
veon

Apple-მა ახლახან წარადგინა iOS 15-ის საბოლოო ვერსია. მისი გადმოწერა სრულიად უფასოა და მუშაობს როგორც iPhone 6s-ზე, ისე შემდგომ მოდელებზე – მათ შორის, iPhone SE თაობებზე და უახლეს iPod touch-ზე.

iOS 15-ის ყველაზე დიდ ცვლილებას ფოკუსირების რეჟიმი წარმოადგენს. გარდა, “Do not disturb”-ისა, შეგიძლიათ, სხვადასხვა რეჟიმი დააკონფიგურიროთ – აირჩიოთ პროგრამები და ადამიანები, რომელთაგანაც გსურთ შეტყობინების მიღება. ამასთანავე, ფოკუსი იმის მიხედვით იცვლება, თუ რას აკეთებთ. მაგალითად, შესაძლებელია სამუშაო რეჟიმის, ძილის რეჟიმის, ვარჯიშის რეჟიმის და ა. შ. დაყენება.

გარდა ამისა, ახალი iOS ვერსია ტექსტის შემცველ ფოტოებს სკანირებას უკეთებს. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ, დააკოპიროთ და ჩასვათ ტექსტი თქვენს ფოტოებში. როგორც ეფლი აანონსებს, შესაძლოა, აღნიშნული მახასიათებელი Spotlight-ისთვისაც იქნას გამოყენებული.

ამასთანავე, iCloud +-ის აბონენტებს რამდენიმე ახალი ფუნქცია აქვთ. მაგალითად, iCloud Private Relay, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეტა ფუნქცია, საშუალებას გაძლევთ, ინტერნეტში გაძლიერებული კონფიდენციალურობით ისარგებლოთ. ასევე, საკუთარი ელ.ფოსტის დამალვა საშუალებას მოგცემთ, ახალი ონლაინ ანგარიშების შესაქმნელად, შემთხვევით გენერირებული მისამართები შექმნათ.

რა თქმა უნდა, ბევრი ახალი ფუნქციაა ისეთი აპლიკაციებისთვის, როგორიცაა ამინდის პროგნოზი, Apple Maps – მასში განახლებული რუკებია წარმოდგენილი. ასევე, ახალი iOS-ის მომხმარებლები FaceTime-ის გაუმჯობესებულ ვერსიას მიიღებენ. რაც შეეხება Safari-ს, მას სრულიად ახალი სახე აქვს.

ვიდრე განახლებას მიიღებდეთ, აუცილებლად შექმენით თქვენი მოწყობილობის სარეზერვო ასლი. დარწმუნდით, რომ თქვენი iCloud სარეზერვო ასლი განახლებულია – გახსენით პარამეტრების აპლიკაციას, დააწკაპუნეთ ანგარიშის ინფორმაციას და შემდეგ მოწყობილობის სახელს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, თქვენი iOS მოწყობილობა კომპიუტერს დაუკავშიროთ და სარეზერვო ასლი ხელით შექმნათ.

ამასთან, არ დაგავიწყდეთ თქვენი iTunes -ის სარეზერვო ფაილის დაშიფვრა. ამ შემთხვევაში ბევრად უსაფრთხოდ იქნებით, თუ ვინმე თქვენს კომპიუტერში შემოჭრას მოახერხებს, დაშიფრული სარეზერვო ასლები შენახულ პაროლებს და ჯანმრთელობის ჩანაწერებს შეიცავს. ამ გზით, აღარ დაგჭირდებათ ონლაინ ანგარიშთან ხელახლა დაკავშირება.

ამ ყველაფრის შემდეგ, დააკლიკეთ “Update Requested…” და გადმოტვირთვა ავტომატურად დაიწყება.

„ამისთვის ღირდა ლოდინი“! – Heineken ჯეიმს ბონდის ფილმის გამოსვლას გვახსენებს

არაუშავს, თუ არ იცი! – Google-ის კამპანია