in

iOS 16.4, უამრავი ახალი ემოჯით, უკვე ხელმისაწვდომია!

veon
veon

თუ Apple-ის მოწყობილობები გაქვთ, შეტყობინებები უნდა შეამოწმოთ — კომპანიამ მთავარ პლატფორმებზე უკვე ოფიციალურად გამოუშვა განახლებები. MacOS 13.3, iOS/iPadOS 16.4 და WatchOS 9.4-ის განახლებები 21 ახალ ემოჯის მოიცავს, გაუმჯობესებულ ხმის იზოლაციას სატელეფონო ზარებისთვის და მცირე შეცდომების გამოწორებასაც ისახავს მიზნად. 

ემოჯებში 5 ახალ ცხოველს, 2 ხელის ჟესტს, 3 ახალ ფერად გულსა და ისეთ ნივთებს შეხვდებით, როგორებიცაა მარაო, ფლეიტა და მარაკა. ტელეფონზე საუბრის პროცესიც თქვენთვის მეტად სასიამოვნო გახდება, რადგან Voice Isolation გარე ხმებს ბლოკავს. რაც შეეხება შეცდომების გამოსწორებას, ამჯერად მშობლებისთვის კონტენტ-მენეჯმენტის საკითხზე ზრუნავენ, მაღვიძარას შემთხვევით გამორთვისა და სხვა საკითხებზე.

მეტიც, დუბლირებული ალბომი iCloud-ში შენახულ გამოსახულებებთან გადამოწმდება, რათა ტელეფონი ზედმეტი ფაილებით სავსე არ გქონდეთ. კიდევ ერთ დამხმარე ფუნქციას გვთავაზობენ — ეკრანის ნათება იკლებს, როცა ვიდეოში სინათლეს ან მკვეთრ ეფექტებს აღმოაჩენს. დაბოლოს, Apple ახალ HomeKit-ს აღადგენს, რომელიც ცუდად მუშაობის გამო გასულ წელს გააუქმა…

ახლა კი მზად ხართ ახალი ემოჯების სანახავად?

დაუბრუნებს თუ არა AI ვირტუალურ ინფლუენსერებს ძველ დიდებას?

მეცნიერებმა მზეზე 33 მილიარდჯერ მასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს!