in

ინტერაქციული ვიჯეტები, რომლებიც iOS 17-ის საწყის ეკრანზე შეგიძლიათ დაამატოთ

ჯერ კიდევ ივნისში Worldwide Developer Conference-ზე (WWDC) Apple-მა iOS 17-ის შესახებ განაცხადა. ისეთი განახლებები შემოგვთავაზა, როგორებიც მანქანური სწავლებით გაძლიერებული ავტომატური შესწორების ხელსაწყოა, სტიკერების მარტივად შექმნა ან თუნდაც StandBy რეჟიმია… მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი განახლებებისა, ფიქრობენ, რომ მომხმარებლებისთვის iOS 17 უფრო მეტად ვიჯეტების გამო იქნება გამოსადეგი . 

სწორედ ამიტომ, იმ აპლიკაციებს გაგაცნობთ, რომლებიც ინტერაქციულ ვიჯეტებს გვთავაზობს. საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფინანსურ გეგმებს, ამ თვეში საჭიროზე მეტი ხომ არ დავხარჯეთ, ბავშვების ძილის დრო ხომ არ გამოგვეპარა ან საერთოდ შევძელით თუ არა კარგად დასვენება, საყვარელი მუსიკის მოსმენა… მოდით, დავიწყოთ:

მუსიკის ვიჯეტები

Albums

ფოკუსირდება მთლიანი ალბომის მოსმენის გამოცდილებაზე, რომელშიც Apple Music library-ში არსებული სიმღერებია გაერთიანებული. იგი მუსიკის გადართვისა თუ ალბომების შეცვლისთვის განსხვავებულ ინტერაქციულ ვიჯეტებს გთავაზობთ. ერთი ვიჯეტი თუ სხვა ალბომზე გადასვლის საშუალებას გაძლევთ, მეორე შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ალბომებს გთავაზობთ.

 

Dark Noise

ეს უკვე ფონური ხმაურის აპლიკაციაა, რომელიც ხმის რამდენიმე ღილაკსა და მათ შორის გადართვას გთავაზობთ. 

ჯანმრთელობის ვიჯეტები

Glucomate

ინტერაქციული ვიჯეტია, HealthKit-ში გლუკოზის მონაცემების სწრაფად შეყვანას გვთავაზობს, რომელიც შემდგომში Glucomate-ისა და იმ აპლიკაციებში ჩნდება, რომელთაც ანალოგიურ HealthKit მონაცემებზე აქვს წვდომა. 

Liftin’

ვიჯეტებით თქვენს ვარჯიშს ადევნებს თვალს, რაც ახლა Live Activity-ის, StandBy-ის, ვიჯეტებს Apple Watch-ის Smart Stack-ისთვის, დიზაინის განახლებებს watchOS 10-ისთვის და App Shortcuts-ს დაემატება.

Gentler Streak

ეს უკვე არამარტო თქვენს ვარჯიშს, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც დააკვირდება და მასზე წვდომა Home Screen-იდანაც შეგიძლიათ მიიღოთ. 

Zenitizer 

მოკლედ რომ გითხრათ, მედიტაციის წამზომის აპლიკაციას გთავაზობთ, რამდენიმე ინტერაქციულ ვიჯეტს უშვებს iOS 17-ისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ, განსხვავებული მედიტაციის რუტინები ღილაკზე ერთი თითის დაჭერით დაიწყოთ და დაასრულოთ. 

SmartGym

პერსონალიზებული ვარჯიშის რუტინის შექმნას შეძლებთ და ამასთან, თქვენს პროგრესსაც დააკვირდებით. ყოველკვირეულ ვარჯიშის ისტორიას გთავაზობთ, გულისცემის საშუალო მაჩვენებლებსა და იმასაც კი, თუ რამდენი კალორია დაწვით. SmartGym StandBy-ში თავის Quote of the Day და Up Next ფუნქციებსაც ამატებს. 

Rise Sleep

Rise Sleep-ის აპლიკაცია გეხმარებათ, თვალი ადევნოთ და გაიუმჯობესოთ თქვენი ძილისა თუ ენერგიის მაჩვენებლები. თავის უკვე პოპულარულ Home Screen ვიჯეტებს ინტერაქციულობას მატებს, სადაც თქვენი მონაცემების მყისიერად ნახვას შეძლებთ. iOS 17-ით კი Alarm-ისა და Sleep Sounds-ის მართვასაც შეძლებთ. 

კვების ვიჯეტები

FoodNoms

თქვენი კვების რაციონს ადევნებს თვალყურს, საშუალებას მოგცემთ, დაასკანეროთ ეტიკეტები და შტრიხკოდები. გთავაზობთ ვიჯეტს, რომელშიც შეგიძლიათ, თქვენი საყვარელი საკვები, სასმელი, წყალი ან რეცეპტები შეიყვანოთ. აქ არსებული Favorites-ის ვიჯეტი კი საყვარელი საკვების ჩამონათვალში შესვლის მარტივ გზას აჩენს. 

MealPrepPro

Home Screen-იდანვე შეგიძლიათ შეიყვანოთ ვიჯეტში, რა მიირთვით. 

Ambre

ეს უკვე რეცეპტების ორგანაიზერი ვიჯეტია, რომელიც საკმაოდ დიდ ფაილებსაც უჭერს მხარს და ამასთან, ინტერაქციულ ინგრედინტების ჩამონათვალს გთავაზობთ.

WaterMinder

Funn Media-მ ისეთი ვიჯეტი შექმნა, რომელიც პროგრამაში დღის მანძილზე მიღებული წყლის ოდენობის შეყვანას ხდის შესაძლებელს.

Calory

ზუსტად ის არის, რასაც WaterMinder გვთავაზობს, თუმცა აქ წყალი კალორიებით უნდა ჩაანაცვლოთ. 

No Meat Today

იმ დღეებისთვისაა, როდესაც ხორცს არ მიიღებთ. აპლიკაცია ინტერაქციულ ვიჯეტს ამატებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თვალყურის დევნების პროცესში აპლიკაციის გარეშე ჩაერთოთ.

კონტროლი ვიჯეტები

Tally

 ვიჯეტს გთავაზობთ, რომლითაც შეგიძლიათ დაითვალოთ ყველაფერი, დაწყებული თამაშის ქულებიდან, დამთავრებული დღის განმავლობაში მიღებულ ყავამდე. 

Chronicling

ნებისმიერ პროცესს აკვირდება და თქვენი მონაცემების სწრაფ ვიზუალიზაციასაც გთავაზობთ. 

Timelines

Home Screen-ზე არსებული ვიჯეტებით წამმზომის ერთი დაკლიკებით ჩართვისა და გამორთვის საშუალებას გაძლევთ. 

ფინანსური ვიჯეტები

Bills to Budget 

ინტერაქციული ვიჯეტებია, რომლებიც აგვისტოსთვის გაეშვება და თქვენს ფინანსებსა თუ ბიუჯეტს დააკვირდება. 

MoneyCoach

ფინანსური გეგმებისა და ხარჯების თვალყურის დევნებაში დაგეხმარებათ, ხარჯების შეყვანას კი საწყისი ეკრანიდან მარტივად შეძლებთ, აქვე კატეგორია და ექაუნთიც შეგიძლიათ მიუთითოთ. 

CardPointers

ეს უკვე ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ, საკრედიტო ბარათებზე ქულებისა და მეტი ქეშბექის მიღებაში. 

საგანმანათლებლო ვიჯეტები

Study with Subwords

Study with Subwords-ის ახალი ინტერაქციული ვიჯეტია, რომელიც დღეში რამდენჯერზე მცირე სასწავლო ფაზლს შემოგთავაზებთ. ამ ფაზლმა, შესაძლოა, ახალი ენის შესწავლაც გაგიმარტივოთ ზუსტად იმ გზით, რომელიც ფოტოზეა ნაჩვენები:

Cheatsheet Notes

ვიჯეტით ჩანაწერებისა და შემახსენებელი შეტყობინებების გაკეთების საშუალებას გაძლევთ.

Lookup

ლექსიკონის აპლიკაცია Lookup-ის ვიჯეტი ყოველდღიურად დღის სიტყვას გაგაცნობთ, რითაც თქვენი ლექსიკის გამდიდრებას შეძლებთ. სიტყვის გახმოვანებით კი ზუსტად მიხვდებით, როგორ გამოითქმის. 

სახალისო ვიჯეტები

Söka

ჩათვალეთ ეკრანზე დღის მანძილზე შესასრულებელ საქმეებს წერთ, რომლის შესრულების შემდეგ, შესაბამისი ღილაკით მიუთითებთ.

Widgle

ფაზლებს გთავაზობთ ვიჯეტის სახით, იქნება ეს სურათების აწყობა თუ სხვა თავსატეხები.

Sndb

ეს ბავშვებს ძალიან მოეწონებათ — საწყისი ეკრანიდან ისეთი ხმების ჩართვის საშუალებას გაძლევთ, როგორიცაა თუნდაც ბომბისა და საყვირის ხმა…

Classic Widget Games

Cromulent Labs 6 განსხვავებული კლასიკური თამაშის კოლექცია შექმნა, რომელთა შორისაა Checkers, Minesweeper, Slide Puzzle, Chess, Tic Tac Toe და 4 in a Row. 

Dice Roll

თამაშს უკვე საწყის ეკრანზე გთავაზობთ, ფერებისა და ფონების შერჩევა კი თავად შეგიძლიათ. 

პერსონალიზაციის ვიჯეტები

Widgetsmith

ფოტოების, მუსიკის, კალენდრისა და ამინდის ვიჯეტებს მოიცავს.

Themify

ხელმისაწვდომი იქნება როგორც საწყის, ისე StandBy ეკრანისთვის. კომპანიის თქმით, კიდევ მრავალი ვიჯეტი იქნება ხელმისაწვდომი, რომელთა შორის წყლისა თუ ყავის მიღების, ხასიათის, ნაბიჯებისა და სხვა აქტივობების შეყვანას შეძლებთ.

Launcher

ახალი სტილის Home Screen ვიჯეტებისთვის ფაილებს გთავაზობთ…

გართობა

TV Remote

ახალი ვიჯეტი საშუალებას მოგცემთ, დისტანციურად გააგზავნოთ ბრძანებები, გაუშვათ აპლიკაციები, გამორთოთ წყაროები ისე, რომ აპლიკაციის დატოვება არ მოგიწიოთ.

საყოფაცხოვრებო

Things

საწყის ეკრანზე გასაკეთებელი საქმეების სიას შემოგთავაზებთ:

AppBlock

ეს კი უკვე ხელისშემშლელი ან ყურადღების გამფანტავი აპლიკაციების გამორთვას გთავაზობთ.

Attentive

ზემოთ განხილული ვიჯეტის მსგავსია, თუმცა ამჯერად ეკრანთან გატარებული დროის შემცირებაზე იღებს პასუხისმგებლობას.

Tide Guide

ზღვაზე არსებული ამინდის პირობების ნახვასა და მათზე თვალყურის დევნებაში დაგეხმარებათ.

Focus

მენეჯმენტის აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, წამმზომი მხოლოდ ერთი კლიკით ჩართოთ, ეს კი კვლავ ვიჯეტის საშუალებითაა შესაძლებელი.

Focused Work

ესეც ტაიმერის აპლიკაციაა, რომელიც სწავლის ან მუშაობის დროს ფოკუსირებაში დაგეხმარებათ. ფოკუსირებისა და შესვენების სესიებს გთავაზობთ, შეუძლია თქვენთვის კონკრეტული ვებგვერდები და აპლიკაციებიც დაბლოკოს. 

TimeWave

კვლავ ტაიმერი:

Times’s Up! Timer

ეს უკვე განსხვავებულ სახალისო ვიზუალურ წამმზომს გთავაზობთ, რომელიც შეგახსენებთ, რომ შესვენების ან თქვენი შვილების ძილის დროა.

Structured

ამ ვიჯეტის დახმარებით Home Screen-ზე დღის მანძილზე შესასრულებელი ამოცანების დამატებაა შესაძლებელი. ამასთან, კალენდარსა და შემახსენებელ შეტყობინებებზე წვდომასაც გთავაზობთ..

Amato

თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან კავშირის შენარჩუნების შესაძლებლობას გაძლევთ…

„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო

აღმოაჩინე სრულად ელექტრო სპორტული პორშე Taycan-ის უსაზღვრო შესაძლებლობები – „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია გრძელდება