მომავალ კვირაში ეფლისგან ახალი პროდუქტების ჩაშვებას ელიან, ზუსტად არავინ იცის რაზეა საუბარი, თუმცა ერთი რამ ცხადია — iOS 18.4 beta-ს მომდევნო კვირაში ვიხილავთ. ეს პირდაპირ შეგვიძლია ვთარგმნოთ iPhone-ის ახალ ფუნქციებად და შესაძლებლობებად. ქვემოთ კი მათგან რამდენიმე განვიხილოთ:
1. ახალი Emoji
სიმართლე რომ ვთქვათ, ყველაზე ინოვაციური სიახლით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ყველაზე მეტად გამოყენებადი ნამდვილადაა. თანაც, ამჯერად ახალ ემოჯის დაღლილი სახითა და ჩაშავებული თვალებით გვთავაზობენ…
ამასთან ერთად, არფას, ნიჩაბს, ჭარხალს, თითის ანაბეჭდს, ლაქასა და ახალ ხეს ელიან.
2. Apple Intelligence: Siri უფრო ჭკვიანი გახდება
როგორც ვიგებთ, Siri Apple Intelligence-ით განახლდება — ეს ხმოვანი ასისტენტის გაუმჯობესებას ნიშნავს, ეკრანის შესახებაც უფრო მეტი ეცოდინება, რაც საშუალებას მისცემს მას, იმის მიხედვით იმოქმედოს, რასაც ეკრანზე აკეთებთ. თუ ეფლს დავუჯერებთ, AI-ის დახმარებით თქვენც უკეთ გაგიგებთ და მისი კომუნიკაციაც მეტად ბუნებრივს დაემსგავსება. ამასთან, აპლიკაციებში მოქმედებებიც შეეძლება.
3. Apple Intelligence: ახალი ამბები უკეთ შეჯამდება
მართალია, ეს ფუნქცია გაუქმებული იყო, მაგრამ ახლა მის დაბრუნებას ელიან. Apple Intelligence თავიდანვე იყო ჩაშვებული ფუნქციით, რომელსაც iPhone-ის შეტყობინებების საფუძველზე ნიუსების შეჯამების გენერირება შეეძლო. თუმცა, თავდაპირველად რადგან ეს სწორად ვერ მოახერხა და მომხმარებელს მცდარი ინფორმაცია შესთავაზა, ფუნქცია გააუქმეს, ახლა კი ამბობენ, რომ მას გაუმჯობესებული ვერსიით iOS 18.4 beta რეჟიმში წარადგენენ.
4. რუკისა და თარგმნის აპლიკაცია
MacRumors-ის მიხედვით, ეფლს EU-ს Digital Markets Act-ის დაცვა მოეთხოვება, რათა მომხმარებლებს მისცენ საშუალება, გამოიყენონ სასურველი რუკისა და თარგმნის აპლიკაცია და არა ის, რომელსაც ეფლი სთავაზობს მათ.
5. სახლის აპლიკაციის განახლებები
დაბოლოს, კომპანია იმ ფუნქციაზე საუბრობს, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი რობოტი მტვერსასრუტის ფუნქციების კონტროლის შესაძლებლობას მისცემს. მალე კი ამბობენ, რომ ამას Siri-ის დახმარებითაც გააკეთებენ…