in

Apple iOS 18.4-ს ახალ AI ფუნქციას ამატებს — Priority Notifications

M2

ცოტა ხნის წინ iOS 18.4 ბეტა რეჟიმში ჩაეშვა და ახალი ფუნქცია Priority Notifications-ს გაგვაცნო. როგორც ვიგებთ, ამის უკან Apple Intelligence დგას, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მოკლედ, სურთ, ახალი ფუნქციით მომხმარებლებს შეტყობინებების მართვაში დაეხმარონ, მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიანიჭებს პრიორიტეტს და ნაკლებად საინტერესოს ისე დაალაგებს, რომ ყურადღება ზედმეტად არ გაგიფანტოთ. 

Priority Notifications ტელეფონის Lock Screen-ის ცალკეულ სექციაში გამოჩნდება, Apple Intelligence კი გაანალიზებს, რომელი შეტყობინება უნდა გამოჩნდეს აქ და რომელი, ბოლოს. 

ფუნქციას გამოიყენებთ თუ არა, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ, რისთვისაც შემდგომი ნაბიჯების გავლა დაგჭირდებათ — Settings > Notifications > Prioritize Notifications > ON / OFF.

გაიცანი კისკისი – ახალი ღვინო ბაზარზე კომფორტული, ხრახნიანი თავსახურით

ნაბერაულის ახალი იერი – რაჭა-ლეჩხუმის ხასიათით მდიდარი არომატები ახალ შეფუთვაში