Apple-ის პროგრამული განახლება ახლა უკვე iPhone-ის ყველა მომხმარებელს შეუძლია, გამოცადოს. მარტივად რომ გითხრათ, იმ მოწყობილობებზე იმუშავებს, რომლებსაც iOS 17-ის მხარდაჭერა აქვს. ზუსტი ჩამონათვალი კი ამ ლინკზე შეგიძლიათ, იხილოთ. iOS 18-ზე წვდომისთვის, ტრადიციულად, შემდეგი ნაბიჯების გავლა მოგიწევთ: Settings app > General > Software Update.
მართალია, ბევრს საუბრობდნენ Apple Intelligence-ის ფუნქციებზე, მაგრამ ამას iOS 18 არ გვთავაზობს, მსგავს სიახლეებს 18.1 და 18.2 ვერსიებში უნდა ველოდოთ. iOS 18-ის შემთხვევაში კი ფოკუსი პერსონალიზაციაზე გააკეთეს, რაც მოიცავს სიმბოლოების საკუთარი სურვილისამებრ მორგებას, განახლებულ Control Center-სა და დაბლოკილი თუ დაფარული აპლიკაციების მხარდაჭერას.
მომხმარებლებს შეეძლებათ, სიმბოლოები ჩარჩოში ნებისმიერ ადგილსა და ნებისმიერ ზომაზე განათავსონ, რითაც მეტი კონტროლიც ექნებათ iOS Home Screen-ზე. ამასთან, მესამე მხარის აპლიკაციებსაც შეეძლება კონკრეტული სიმბოლოების გამოშვება და ამ ფუნქციონალით სრულად სარგებლობა.
როგორც უკვე გითხარით, iOS Control Center-ში მნიშვნელოვანი განახლებებია, 4 გვერდია — Favorites, Music Controls, Home და Connectivity. ეს უკანასკნელი Wi-Fi-ის, Bluetooth-ისა და სხვათა კონტროლს მოიცავს. აქაც ყველაფერი საკუთარი სურვილისამებრ შეგიძლიათ, გადაალაგოთ, დაამატოთ რაღაც ახალი ან სულაც წაშალოთ. ამგვარი ცვლილებები Lock Screen-ზეც ვრცელდება.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, iOS 18 აპლიკაციების Face ID-ის, Touch ID-ის ან პაროლის საშუალებით ჩაკეტვას გთავაზობთ. თანაც, ამ აპლიკაციებს საწყისი გვერდებიდანაც დამალავთ.
განახლება Photos-ის აპლიკაციასაც შეეხო:
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი RCS-ის (Rich Communication Services) მხარდაჭერაა — ჩათვალეთ, რომ SMS-ის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც ანდროიდის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გააგზავნონ და მიიღონ მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალები iPhone-ის მფლობელებთან.
პროგრამული განახლებით სატელეფონო ზარებისა თუ კონტაქტების ძიებაც მეტად მარტივი გახდება:
iOS 18 SIM ბარათებს შორის გადართვის შესაძლებლობასაც მოგცემთ დარეკვის დროს. ამასთან, ათობით ენაზე Live Voicemail Transcription-საც გვთავაზობს. დაბოლოს, როგორც ადრე გითხარით, iOS 18-ით უკვე შეტყობინებების დაგეგმვაც იქნება შესაძლებელი…