Apple-ის ახალი iOS 18 ბეტა ვერსია შეიცავს ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციას სახელად Clean Up, რომელიც იყენებს მანქანური სწავლების ტექნოლოგიას. მისი გამოყენება ფოტოებიდან ელემენტების ამოსაშლელად და მათ დასალაგებლად შეგიძლიათ. თუ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან ჰგავს Google-ის Magic Eraser-ს, სწორად შენიშნეთ, თუმცა ზოგიერთი ადრეული ცდა აჩვენებს, რომ iPhone-ს კვლავ უჭირს დაეწიოს კონკურენტ Pixel-ს.
Clean Up ფუნქციის გამოსაყენებლად, საჭიროა iOS 18.1 beta 3-ის ჩამოტვირთვა თქვენს iPhone-ზე. ამის შემდეგ, გახსენით აპლიკაცია Photos, აირჩიეთ სურათი და დაიწყეთ მისი რედაქტირება, სადაც დაინახავთ ახალ Clean Up ღილაკს. ფუნქცია გთავაზობთ ელემენტებს, რომლებიც შეიძლება წაიშალოს სურათიდან, ან შეგიძლიათ თითით გადაუსვათ ობიექტს და Clean Up დაიწყებს მუშაობას.
მიუხედავად იმისა, რომ Clean Up, როგორც ჩანს, კარგად ართმევს თავს ობიექტების წაშლას, მას უჭირს დამაჯერებლად შეავსოს სიცარიელე, რომელიც რჩება არჩეული ობიექტის წაშლის შემდეგ.
Google Photos-ს კი, მისგან განსხვავებით, ასევე აქვს საკუთარი AI-ზე დაფუძნებული გამოსახულების გასუფთავების ინსტრუმენტი სახელად Magic Editor, Magic Eraser-თან ერთად. ეს ფუნქცია კარგია ობიექტების იზოლირებასა და სურათებიდან წასაშლელად, თუმცა ამჟამად, როგორც ჩანს, უკეთ ახერხებს წაშლილი ელემენტის ჩანაცვლებას რეალისტური AI-ის მიერ გენერირებული კონტენტით.
Apple-ის Clean Up ინსტრუმენტისგან განსხვავებით (რომელიც მთლიანად მოწყობილობაზე მუშაობს), Magic Editor ასევე საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ რამდენიმე სხვადასხვა ვერსიიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ Apple-ის Clean Up ინსტრუმენტი აშკარად რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩება Google-ისა და სხვების კონკურენტებს, მაინც გვიჩნდება კითხვა, არის თუ არა Apple Intelligence-ის სხვა ფუნქციები საკმარისად კარგი. ცდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ Apple Intelligence-ის ზოგიერთი ფუნქცია შთამბეჭდავია, ზოგი კი – არადამაკმაყოფილებელი, ან არასაკმარისად ხელმისაწვდომი.
როგორც ჩანს, მსგავსი ფუნქციები კვლავაც უცნობი ტერიტორიაა Apple-ისთვის, ასე რომ გასაკვირი არ არის, რატომ ცდილობს ამ მიმართულებით ფეხის მოკიდებას. Clean Up ჯერ კიდევ საცდელ ეტაპზეა და არაა გამორიცხეული მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები ვნახოთ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში.
წყარო: Techradar