in

iOS 18 ახალი ემოციების ნაკრებით გამოვა

Unicode Consortium-მა ჩვენი ემოციების ციფრულ სამყაროში უფრო მკაფიოდ გამოსახატად, ემოჯების ახალი ნაკრები შეიმუშავა. სავარაუდოდ, სიახლე მალე დაემატება iPhone-ებსა და iPad-ებს.

BOG
BOG

წარმოდგენილ ნაკრებში უდავოდ საუკეთესო მოწონებას დაიმსახურებს „სახე დაღლილი გამომეტყველებით“, თუ რატომ ვფიქრობთ ასე, გამოსახულების ნახვისას მიხვდებით. ემოჯი ასახავს კოლექტიური ამოწურვის შეგრძნებასაც. ეს არის მესამე ფინჯანი ყავის ვიზუალური ეკვივალენტი, მაგრამ არ უნდა მიირთვა, რადგან რაც ყველაზე მეტად გჭირდება არის გამოძინება.

მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში ,,დაღლილ გამომეტყველება“ მოექცა, არის სხვა პრეტენდენტები, რომლებიც იბრძვიან მნიშვნელოვანი ადგილის მოსაპოვებლად ჩვენს ციფრულ სამყაროში. ესენია: თითის ანაბეჭდი, უფოთლო ხე, ფესვიანი ბოსტნეული, არფა, ნიჩაბი და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ აქ მოცემულ სურათებში არ არის გამოსახული ემოჯების ოფიციალური დიზაინი. Apple, Google და Samsung იღებენ შესაბამის მასალებს Unicode-სგან და ტექნოლოგიური გიგანტების გადასაწყვეტია მათი ინტერპრეტირება ინდივიდუალური დიზაინის ენების გამოყენებით.

როგორც 9to5Mac-მა აღნიშნა, ახალი ემოჯები არ გამოჩნდება iOS 18-ის თავდაპირველ გამოშვებაში. პირიქით, Apple მათ ინახავს შემდგომი განახლებებისთვის, როგორიცაა iOS 18.2, 18.3 ან 18.4.

რა არის CNPS და როგორ უნდა გამოიყენოთ ის, რომ უკეთესი დამსაქმებელი ბრენდი გახდეთ

რა კატეგორიებად იყოფა ბიზნესის სტრატეგიები